სიახლე

საკონსულტაციო შეხვედრები უნგრეთში სასტიპენდიო კონკურსით დაინტერესებულთათვის
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

საკონსულტაციო შეხვედრები უნგრეთში სასტიპენდიო კონკურსით დაინტერესებულთათვის

15 ნოემბრიდან დაიწყო აპლიკაციების მიღება უნგრეთში სასტიპენდიო კონკურსის ფარგლებში, რომელსაც განათლების საერთაშორისო ცენტრი უნგრეთის საელჩოს მხარდაჭერით უწევს ადმინისტრირებას.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე.

პროგრამით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება საკონკურსო ვადის დასრულებამდე ყოველ ხუთშაბათს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე, განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონფერენციო დარბაზში. მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N7, II სართული.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია ონლაინ კონსულტაციის გავლა ელექტრონული ფოსტის: iec@iec.gov.ge მეშვეობით, ასევე სატელეფონო ცხელი ხაზის საშუალებით, ნომერზე: 0322 97 01 97.

განაცხადები მიიღება:

  • ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებგვერდზე - 2022 წლის 15 ნოემბრიდან 2023 წლის 16 იანვრამდე (ცენტრალური ევროპული დროით 14:00 საათამდე, ადგილობრივი/თბილისის დროით 16 იანვრის 17:00 საათამდე).
  • სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე  - 2022 წლის 15 ნოემბრიდან 2023 წლის 16 იანვრამდე (ცენტრალური ევროპული დროით 14:00 საათამდე, ადგილობრივი/თბილისის დროით 16 იანვრის 17:00 საათამდე).
წინა სიახლე უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო
Next Article ნუნუ მიცკევიჩი და ანა მარია შიკო რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრებს შეხვდნენ
Print
7933 Rate this article:
No rating

x
«იანვარი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
«იანვარი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678