სიახლე

„სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017“ - აპლიკანტებთან გასაუბრება დაიწყო
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

„სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017“ - აპლიკანტებთან გასაუბრება დაიწყო

განათლების საერთაშორისო ცენტრის, კამპუს ფრანსისა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შორის მემორანდუმის გაფორმების შედეგად გამოცხადებული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო. გასაუბრებები 29 თებერვალსა და 1 მარტს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა. საერთაშორისო კომისიის წევრები კონკურსანტს გასაუბრების დროს ინდივიდუალურად და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ანიჭებენ ქულებს. აღნიშნული საერთაშორისო კომისია ქართული და ფრანგული მხარის წარმომადგენელებისგან შედგება.

„სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017“ კონკურსისთვის 466 აპლიკანტმა გაიარა რეგისტრაცია, აქედან განაცხადი 49 კონკურსანტმა გააკეთა. შეგახსენებთ, რომ პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული საქართველოს 17 მოქალაქე სწავლას საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამაზე განაგრძობს. 

დაფინანსების მოპოვების მსურველებს ელექტრონული აპლიკაციის შევსება განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე - iec.gov.ge 1 თვის მანძილზე, 2016 წლის 11 იანვრიდან - 11 თებერვლის ჩათვლით შეეძლოთ. 

კონკურსის საბოლოო შედეგები 2016 წლის 11 მარტამდე გახდება ცნობილი.

პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული პრიორიტეტული მიმართულებები/სპეციალობებია: აგრარული მეცნიერებანი; განათლება; ინჟინერია; მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებანი; სამართალი; არქიტექტურა; საჯარო მმართველობა; მენეჯმენტი.

სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017“ მიზანია, საშუალება მისცეს საქართველოს ახალგაზრდობას საფრანგეთში მიიღოს საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური მაგისტრის ხარისხი როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე. საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობების ერთობლივი სახელმწიფო დაფინანსებით სწავლის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და შესაბამის სფეროში 3 წლამდე ვადით განაგრძობენ მოღვაწეობას.


წინა სიახლე „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017“ ელექტრონული აპლიკაციების მიღება დასრულდა
Next Article „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ - გამარჯვებულები გამოვლინდნენ
Print
2193 Rate this article:
No rating

x
«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678