სიახლე

„სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017“ - კონკურსი დამთავრდა
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

„სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017“ - კონკურსი დამთავრდა

განათლების საერთაშორისო ცენტრის, კამპუს ფრანსისა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შორის მემორანდუმის გაფორმების შედეგად გამოცხადებული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსი დამთავრდა. საერთაშორისო კომისიის წევრებმა გამარჯვებული კონკურსანტები გამოავლინეს. საქართველოს 17 მოქალაქე სწავლას საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამაზე განაგრძობს.
სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017“ მიზანია საშუალება მისცეს საქართველოს ახალგაზრდობას საფრანგეთში მიიღოს საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური მაგისტრის ხარისხი როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის შედეგად.
პროგრამის მხარდაჭერა გამოიხატება მათი განმახორციელებლების სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის, საფრანგეთის საელჩოს საქართველოში და კამპუსს ფრანსის ერთობლივ ფინანსურ უზრუნველყოფაში.

საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივი სახელმწიფო დაფინანსებით სწავლის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და მოღვაწეობას განაგრძობენ შესაბამის სფეროში 3 წლამდე ვადით. 

პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული პრიორიტეტული მიმართულებები/სპეციალობებია:


• აგრარული მეცნიერებანი;
• განათლება;
• ინჟინერია;
• მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;
• სოციალური მეცნიერებები;
• ჰუმანიტარული მეცნიერებანი;
• სამართალი;
• არქიტექტურა;
• საჯარო მმართველობა;
• მენეჯმენტი.
წინა სიახლე პროგრამების პრეზენტაცია მედიის წარმომადგენლებისთვის
Next Article საინფორმაციო შეხვედრა
Print
2348 Rate this article:
No rating

x
«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678