სიახლე

შეხვედრა უნგრელ სტუდენტებთან
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

შეხვედრა უნგრელ სტუდენტებთან

5 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამის „ისწავლე საქართველოში“ ფარგლებში ჩამოსულ 3 უნგრელ სტუდენტთან საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭელიძე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმარებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი კახა ხანდოლიშვილი. 

მასპინძლებმა სტუდენტებს კონკურსში გამარჯვება მიულოცეს და თბილისში ვიზიტისა და საზაფხულო სკოლის კურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. 

კრისტიან საბო ( Pazmany Peter Catholic University), დორა მარქსი ( Eotvos Lorand University) და დანიელ გაზდიკი ( Pazmany Péter Catholic University ) ზაფხულის განმავლობაში თსუ-ში შემდეგ კურსებს გაივლიან: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოლიტიკა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ; საქართველოს მითოლოგია; საქართველოს ეთნოგრაფია.

უნგრელი სტუდენტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილნი იქნებიან: უფასო სასწავლო კურსით, სამედიცინო დაზღვევითა და სასწავლო სტიპენდიით.





წინა სიახლე განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო პროგრამების კონკურსანტებთან გასაუბრება დაიწყო
Next Article სახელოვნებო სასტიპენდიო პროგრამის კონკურსანტებთან გასაუბრება დაიწყო
Print
3207 Rate this article:
No rating

x
«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678