სიახლე

TEMPUS-ის საზოგადოებრივი ფონდის უმაღლესი განათლების ექსპერტთა ვიზიტი
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

TEMPUS-ის საზოგადოებრივი ფონდის უმაღლესი განათლების ექსპერტთა ვიზიტი

მიმდინარე წლის 18 - 19 ივნისს, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით განათლების საერთაშორისო ცენტრში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ორდღიანი სემინარი გაიმართა. სამუშაო შეხვედრა ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის საჭირო აკადემიური, სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის მომზადებას, საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციასა და შესაბამისად, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ქვეყნის უკეთ ინტეგრირებას.

სემინარი უნგრეთიდან მოწვეულმა ტრენერებმა, გაბორ დობოშმა - უნგრეთის TEMPUS-ის საზოგადოებრივი ფონდის პროგრამის "ისწავლე უნგრეთში" ხელმძღვანელმა და უმაღლესი განათლების ექსპერტებმა- ორსოლია ჯანოსიკმა, პროფესორმა იოზეფ ტემეშმა და მარია დუდასმა ჩაატარეს.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში 18 ივნისს ექსპერტები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს მიხეილ ჩხენკელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საუბრის ძირითადი თემა ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის და მიმდინარეობის შეფასების მექანიზმები და ხარისხის კონტროლი იყო. საქართველოში მიმდინარე განათლების ინტერნაციონალიზაციის გაცნობით და უნგრეთის ინტერნაციონალიზაციის მაგალითზე დაყრდნობით, TEMPUS-ის ექსპერტები სამომავლოდ პროცესის მონიტორინგისა და შეფასების ფორმატის დახვეწაში მიიღებენ მონაწილეობას.

19 ივნისს განათლების საერთაშორისო ცენტრში მოწვეულმა ექსპერტებმა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის 50-მდე აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის შეფასების ის მეთოდოლოგია და ცოდნა გაუზიარეს, რომლსაც წარმატებით იყენებენ უნგრეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. დღის ბოლოს, ექსპერტებმა და სემინარის მონაწილეებმა ინტერნაციონალიზაციის შეფასების მოდელები მრგვალი მაგიდის ფორმატში განიხილეს.

ტრენინგები ცენტრის საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას, რაც აკადემიურ სივრცეში დასაქმებულებს ახალი ცოდნისა (თემატური, საგნობრივი) და ეფექტიანი მართვის/ ადმინისტრირებისთვის საჭირო კომპლექსური უნარ-ჩვევების შეძენის შესაძლებლობას მისცემს.

წინა სიახლე განათლების საერთაშორისო ცენტრის გრანტის მფლობელთათვის მომდევნო აკადემიური წლის დაფინანსებაზე განაცხადების მიღება დაიწყო
Next Article ტელეკომპანია "იბერიის" წამყვანმა, აკაკი გოგიჩაიშვილმა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმართ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია
Print
16315 Rate this article:
No rating

x
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789