სიახლე

ტრენინგების პირველი ფაზა დასრულდა
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

ტრენინგების პირველი ფაზა დასრულდა

განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამართული ტრენინგების პირველი ეტაპი დასრულდა. ტრენინგი მოიცავდა შემდეგ თემებს: ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა და სტრატეგია საგანმანათლებლო პროგრამებისა და კურსების ინტერნაციონალიზაცია. 

ერთკვირიანი ტრენინგი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის „იეჰუდა ელკანას ცენტრის“ ტრენერებმა ჩაატარეს. ღონისძიების ფარგლებში თბილისს ესტუმრნენ განათლების ექსპერტები: პუშა ნასტასე (Pusa Nastase - the Yehuda Elkana Center for Higher Education) და მატიაშ საბო (Matyas Szabo - the Yehuda Elkana Center for Higher Education).

„იეჰუდა ელკანას უმაღლესი განათლების ცენტრი“ (the Yehuda Elkana Center for Higher Education) არის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) კვლევითი ცენტრი, რომელიც უმაღლესი განათლების საერთაშორისო ექსპერტებთან და მკვლევარებთან ერთად მუშაობს განათლების პოლიტიკის, პროფესიული განვითარების პროგრამებისა და საკონსულტაციო ინიციატივების შემუშავებაზე.

ტრენინგებში მონაწილეობს ცენტრის ექვსი პარტნიორი უნივერსიტეტის: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის 50-მდე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ტრენინგების ჩატარება დაგეგმილია 2018 წლის ნოემბრის ჩათვლით, საქართველოში განათლების საერთაშორისო ცენტრის და უნგრეთში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ბაზაზე და მიზნად ისახავს საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას. 

წინა სიახლე უნგრული პროგრამით დაინტერესებული კონკურსანტების საყურადღებოდ!
Next Article შეხვედრა კურსდამთავრებულებთან
Print
2349 Rate this article:
No rating

x
«ივლისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო - „აკადემიური პალმის ორდენი“ გადაეცა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო - „აკადემიური პალმის ორდენი“ გადაეცა

საფრანგეთის საელჩომ თბილისში „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში - France Excellence 2025-2026”-ის სტიპენდიანტებს უმასპინძლა.

Read more
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910