საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამა
10 ნოემბერი - 22 ნოემბერი, 2015

 

 

საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამის მიზნების შესახებ

 

„საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამა“ წარმოადგენს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამას. პროგრამის საშუალებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, შესაძლებლობა მიეცემათ ერთწლიანი მანდატით გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ ადგილსამყოფელ ქვეყნებში და მოახდინონ მათი თანატოლი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ.
„ახალგაზრდა ელჩების“ მთავარი ამოცანა არის იმ კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების განხორციელება, რომელთა მიზანს საქართველოს პოპულარიზაცია წარმოადგენს. პროექტში მონაწილე ახალგაზრდები ჩამოაყალიბებენ საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელს.
აღნიშნული პროგრამის წარმატებით განხორციელებით სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს მიეცემა საშუალება მჭიდრო კავშირი დაამყაროს ქართული დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლებთან და უფრო მეტად შეუწყოს მათ ხელი კულტურულ-შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და ინიციატივების განხორციელებაში.
პროგრამის მიზანს წარმოადგენს „ახალგაზრდა ელჩების“ ადგილსამყოფელ ქვეყნებში

  • საქართველოს პოპულარიზაცია;
  • საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის შექმნა;
  • ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა;
  • საჯარო სამსახურისათვის პერსპექტიული კადრების წარმოჩენა; 

 პროგრამის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში „ახალგაზრდა ელჩების“ შესარჩევა ხდება ღია კონკურსის საფუძველზე. კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემდეგ 15 ქვეყანაში: ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ლიტვა, პოლონეთი, უკრაინა,  ჩეხეთი, თურქეთი, საბერძნეთი, ესტონეთი, ბელგიის სამეფო, ნიდერლანდების სამეფო და შვედეთი.
კონკურსის შედეგად შერჩეული „ახალგაზრდა ელჩების“ მონაწილეობით საქართველოში გაიმართება ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი, რომლის ფარგლებშიც „ახალგაზრდა ელჩები“ წარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებსა და ერთი წლის სამოქმედო გეგმას. ასევე, შეხვდებიან კულტურის, პოლიტიკის, ეკონომიკის, დიპლომატიური და სხვა სექტორების წარმომადგენლებს.

 

პროგრამის კონკურსში მონაწილეობის თანაბარი უფლების შესახებ

(დასაწყისი)

საზღვარგარეთ მცხოვრებ 18-დან 29-წლამდე საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს თანაბარი უფლება ისარგებლოს „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში დისკრიმინაციის გარეშე განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკურ ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, ქონებრივი მდგომარეობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა ამ პროგრამით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.

 

 

განაცხადით მომართვის პროცესისა  და საკონკურსო ვადების შესახებ

(დასაწყისი)

„საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამის“  კონკურსის ფარგლებში განაცხადების წარმოდგენის ვადა   10 ნოემბრიდან - 22 ნოემბრის ჩათვლით (თბილისის დროით 19:00 სთ), 2015.

დაინტერესებულ პირები განაცხადს და შესაბამის დოკუმენტაციას წარმოადგენენ ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ელექტრონული სარეგისტარციო ფორმის მეშვეობით  https://app.iec.gov.ge/

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: youngambassadors@iec.gov.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 595 703 175.

ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა კონკურსანტს საშუალებას აძლევს განაცხადი ეტაპობრივად შეავსოს ან/და შეცვალოს საკონკურსო ვადის ამოწურვამდე. განაცხადი და შესაბამის დოკუმენტაცია 22 ნოემბრის ჩათვლით (თბილისის დროით 19:00 სთ)  უნდა აიტვირთოს სარეგისტარციო ფორმაში. საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს რედაქტირებას.

განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად და სრულყოფილად წარმოდგენის კონტროლი კონკურსანტის ვალდებულებაა. განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება (!) 

 

საკონკურსო მოთხოვნების შესახებ

(დასაწყისი)

საკონკურსო პირობები

        კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-დან 29-წლამდე ახალგაზრდას,  რომელიც

  • არის საქართველოს მოქალაქე, ცხოვრობს საზღვარგარეთ და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას;
  • აქვს ახალგაზრდულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • აქვს პროექტების მართვის გამოცდილება;
  • სასურველია სქონდეს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება;
  • სასურველია ჰქონდეს ადგილსამყოფელი ქვეყნის საჯარო ან კერძო სტრუქტურაში მუშაობის/სტაჟირების/პრაქტიკის გამოცდილება;
  • სასურველია ადგილსამყოფელი ქვეყნის ოფიციალურ ენის ცოდნა;

 

წარმოსადგენი დოკუმენტები

  • შევსებული ელექტრონული განაცხადი (პირადი ინფორმაცია, სამოქმედო გეგმა, სამოტივაციო წერილი);
  • ფოტოსურათი;
  • CV ქართულ ენაზე;
  • საქართველოს  პასპორტის ქსერო ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საზღვარგარეთ ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთი (სასწავლო ვიზა, ცხოვრების ნებართვა);
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ცნობა მუშაობის უფლების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • რეკომენდაციები, სერტიფიკატები,დიპლომები და სხვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სამოტივაციო წერილი

 

კონკურსანტის შერჩევის  პროცესის შესახებ

(დასაწყისი)

კონკურსანტების შერჩევა სამ საფეხურიან მერიტორიალური პროცესს გულისხმობს, სადაც

პირველი საფეხური - განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას ითვალისწინებს. ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმებისას დგინდება განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის საკონკურსო პირობებთან შესაბამისობა. ადმინისტრაციულ (ფორმალური) შემოწმებას ახორციელებს განათლების საერთაშორისო ცენტრის ადმინისტრაცია.
იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაცია სრულყოფილია და ფორმალურად აკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, კონკურსანტი გადადის შერჩევის მეორე საფეხურზე.

მეორე საფეხური - განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის კომისიის მიერ ხარისხობრივ (შინაარსობრივი) შეფასებას ითვალისწინებს. შეფასება კონკრეტული კონკურსისათვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ხდება, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა სამოტივაციო წერილს, სამოქმედო გეგმის პროექტს და ა.შ
შეფასება ქულობრივი სისტემით ხდება. კომისია გამსვლელი ქულების რაოდენობას  განსაზღვრავს კონკურსის მასშტაბის გათვალისწინებით. ქულების შესაბამისი რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში კონკურსანტი  მესამე საფეხურზე გადადის.
მესამე საფეხური - კომისიასთან გასაუბრება.
* იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი იმყოფება საზღვარგარეთ გასაუბრება ჩატარდება სკაიპის საშუალებით.

 

 

კომისიის შესახებ

 

(დასაწყისი)

„ახალგაზრდა ელჩებს“ სპეციალურად შექმნილი კომისია შეარჩევს.  კომისია დამტკიცებულია სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2015 წლის 13 ნოემბრის № 16-15 ბრძანებით. კომისია დაკომპლექტებულია სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

 

 

კონკურსანტების ინფორმირება შედეგების შესახებ

(დასაწყისი)

კონკურსანტების ინფორმირება საბოლოო შედეგის შესახებ ერთდროულად ხდება. ელექტრონული სისტემა შესაბამის ინფორმაციას უგზავნის კონკურსანტს გასაუბრების დასრულებიდან ათი დღის განმავლობაში განაცხადში მითითებული ელ.ფოსტის მისამართზე.

 

 

დაფინანსების შეხახებ

(დასაწყისი)

შერჩეულ კანდიდატს დაფინანსება გამოეყოფა მაქსიმუმ 7000 ლარამდე. (შეგახსენებთ, სამოქმედო გეგმაში შესული ღონისძიებებისათვის განსაზღვრული თანხის სრული ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 7000 ლარს).

 

 

სახელშეკრულებო  ურთიერთობების შესახებ

(დასაწყისი)

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და შერჩეულ კანდიდატს შორის გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატებს ერთწლიანი სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად გამოეყოფათ თანხა 7000 ლარის ოდენობით.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი შერჩეულ ქვეყნებში, საქართველოს საელჩოებთან ერთად უზრუნველყოფს, „ახალგაზრდა ელჩის“ საქმიანობის მონიტორინგს.