სასტიპენდიო პროგრამები - 2019-2020

 

1. სად უნდა გავიაროთ რეგისტრაცია?

ცენტრში გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://app.iec.gov.ge/

 

2. ელექტრონული განაცხადის შევსების გარდა, კიდევ რა ფორმით შეიძლება ცენტრს მიმართოს დაინტერესებულმა პირმა?

ცენტრის კონკურსებში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული განაცხადის შევსების გზით მხოლოდ შესაბამის ვადებში.

 

3. რა ეტაპებს გადის კონკურსანტი?

კონკურსანტის მიერ საკონკურსო ვადაში ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირება და განაცხადის ფორმის შევსება;განაცხადისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის ფორმალური და შინაარსობრივი შემოწმება შესაბამისი გამსვლელი ქულის მოსაპოვებლად; კომისიასთან გასაუბრება;შესაძლოა, კონკრეტული პროგრამა ითვალისწინებდეს განსხვავებულ პროცედურას.

 

4. როდის არის განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა?

თითოეულ პროგრამას აქვს კონკრეტულად იმ პროგრამისთვის განსაზღვრული ვადები, რომელიც მოცემულია პროგრამის აღწერაში.

 

5. შემიძლია, თუ არა განაცხადის რედაქტირება?

ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა კონკურსანტს საშუალებას აძლევს განაცხადი ეტაპობრივად შეავსოს ან/და შეცვალოს საკონკურსო ვადის ამოწურვამდე.რედაქტირების შემდეგ ხელახლა უნდა გადმოიგზავნოს განაცხადი საკონკურსო ვადის ამოწურვამდე.საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს განაცხადის რედაქტირებას.

 

6. ითვალისწინებს თუ არა ცენტრის სასტიპენდიო პროგრამები ბაკალავრის საფეხურზე სწავლის დაფინანსებას?

ბაკალავრის საფეხურზე სწავლის დაფინანსება შესაძლებელია მხოლოდ უნგრული პროგრამის ფარგლებში.

 

7. როგორია დაფინანსების გაცემის წესი და რა ვადაზე გაიცემა სტიპენდია?

დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით, ერთი აკადემიური წლისათვის.

 

8. ფინანსდება თუ არა სრულად 1 წელზე მეტი ხანგრძლივობის პროგრამა?

გრანტი გაიცემა 1 აკადემიური წლისთვის. ერთ წელზე მეტი წლის ხანგრძლივობის პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, სტიპენდია მომდევნო აკადემიური წლისთვის გაიცემა შესაბამისი, მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილებით.

 

9. შეუძლია თუ არა დაინტერესებულ პირს ცენტრში კონსულტაციის მიღება?

განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე პროგრამებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები პროგრამის მიმდინარეობისას ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს 14:00 დან 16:00 საათამდე იმართება. მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი 7, მეორე სართული.

 

10. შეუძლია თუ არა დაინტერესებულ პირს რამდენიმე სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

დიახ შეუძლია. ამგვარი შეზღუდვა არ არსებობს. თუმცა გამარჯვების შემთხვევაში მხოლოდ 1 პროგრამის გრანტის ათვისების უფლება აქვს.

 

11. აპლიკაციის შევსების პროცესში შეიძლება თუ არა ჩაერთოს ცენტრის წარმომადგენელი?

არა, აპლიკაციას კონკურსანტი ავსებს ინდივიდუალურად და დამოუკიდებლად.

 

12. ერთვება თუ არა ცენტრის წარმომადგენელი აპლიკანტის მიერ უნივერსიტეტებისა და პროგრამების შერჩევის ან უნივერსიტეტებში ჩარიცხვის პროცედურებში?

არა, ყველა აღნიშნულ პროცედურას კონკურსანტი გადის ცენტრისგან დამოუკიდებლად.

 

13. იყენებს თუ არა ცენტრი უნივერსიტეტების სარეიტინგო სიას?

არა. გარდა იმ ცალკეული პროგრამებისა, სადაც წინასწარ არის განსაზღვრული მიმღები უნივერსიტეტი/უნივერსიტეტები.

 

 

 

«იანვარი 2020»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
1314151617
შეხვედრა იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

შეხვედრა იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

20-23 იანვარს, 10:00 საათიდან - 15:00 საათამდე, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პროექტის - „Doctorate Lab მომავალი დოქტორანტებისათვის“- საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება.

Read more
1819
20212223242526
272829303112
3456789