2018-2019 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა

 

 

ა.შ.შ.-ის საელჩო საქართველოში აცხადებს საბუთების მიღებას 2018-2019 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე (2018-19 Fulbright Graduate Student Program). სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ა.შ.შ.-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა დისციპლინაში, მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში. 
ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს ა.შ.შ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიას. ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის კანდიდატთა შერჩევას აწარმოებს საქართველოში ა.შ.შ.-ის საელჩო, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენრი და საქართველოს ბანკი.
ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის მთავარი დამფინანსებელია ა.შ.შ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიურო. პროგრამის თანადამფინანსებლები არიან საქართველოს მთავრობა და საქართველოს ბანკი. პროგრამა ხორციელდება უილიამ ფულბრაიტის უცხოური სასტიპენდიო საბჭოს რეგულაციებით. ა.შ.შ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიუროსთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე  განათლების საერთაშორისო ინსტიტუტი (Institute of International Education, New York, U.S.A.) თანამშრომლობს ა.შ.შ.-ის უნივერსიტეტების ფართო სპექტრთან, რათა უზრუნველყოს ფულბრაიტის შერჩეული კანდიდატებისთვის ყველაზე შესაფერისი აკამედიური პროგრამის მოძებნა. 
განაცხადების მიღება იწყება 2017 წლის 23 აპრილს და მთავრდება 2017 წლის 31 ივლისს 18:00 საათზე.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • განმცხადებლები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელები აფხაზეთიდან (საქართველო) ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან (საქართველო);
  • განმცხადებლებს უნდა ჰქონდეთ დასრულებული საბაკალავრო ან ექვივალენტური სწავლების საფეხური;
  • განმცხადებლები უნდა ფლობდნენ ზეპირ და წერით ინგლისურს იმ დონეზე, რომელიც მათ საშუალებას მისცემს ისწავლონ ა.შ.შ-ში სამაგისტრო პროგრამაზე;
  • განმცხადებლები უნდა აკმაყოფილებნენ J-1 ვიზის მოთხოვნებს, მათ შორის, სტიპენდიანტი უნდა დაბრუნდეს საქართველოში მინიმუმ 2 წლით სწავლის დასრულების შემდეგ;
  • განმცხადებელმა  დამაკმაყოფილებლად უნდა გაიარონ სამედიცინო შემოწმება;
  • სტუდენტებს, რომლებიც უკვე სწავლობენ ა.შ.შ-ის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე, არ შეუძლიათ გააკეთონ განაცხადი;
  • მწვანე ბარათის, ა.შ.შ.-ის ორმაგი მოქალაქეობის მფლობელებს ან სხვა პირებს, რომლებსაც სხვა გზით სურთ ა.შ.შ-ში მუდმივი საცხოვრებლის მოპოვება, არ შეუძლიათ განაცხადის გაკეთება.

განცხადების გაკეთების პროცესი

პირებმა, რომლებსაც სურთ განაცხადის გაკეთება, უნდა დააკმაყოფილონ ზემოთ მითითებული კრიტერიუმები და უნდა გააკეთონ ელექტრონული განაცხადი, რომელიც შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:

სავალდებულო მოთხოვნები:

განმცხადებლებმა უნდა:

 

  • ელექტრონულად შეავსონ ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო განაცხადი, რომელიც განთავსებულია შემდეგ მისამართზე: https://apply.embark.com/student/fulbright/international
  • წარადგინონ 3 რეკომენდაცია  - მასწავლებლებისგან, პროფესორებისგან ან სამსახურში უფროსებისგან (რეკომენდაცია წარდგენილ უნდა იქნეს ემბარკის (embark) სისტემის მეშვეობით);
  • წარადგინონ ოფიციალური, დამოწმებული ნიშნების ფურცელი სკოლის შემდგომი ყველა საგანმანათლებლო  დაწესებულებიდან (უნდა ატვირთულ იქნეს ემბარკის (embark) სისტემაში);
  • ნიშნების ფურცლების თარგმანი ინგისურ ენაზე (უნდა ატვირთულ იქნეს ემბარკის (embark) სისტემაში);

 

დამატებითი მოთხოვნები:

 

  • განმცხადებლებს სოციალურ მეცნიერებებში, ჟურნალისტიკაში და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში შეუძლიათ დამატებით წარმოადგინონ კვლევა, დაბეჭდილი სტატია ან სხვა ნაშრომი, თუ მათ მიაჩნიათ, რომ ეს გააძლიერებს მათ განაცხადს;
  • განმცხადებლებმა სახვით და საშემსრულებლო ხელოვნების სფეროებში უნდა წარმოადგინონ სადემონსტრაციო ნაშრომი - მხატვრული ნამუშევრების პორტფოლიო, ვიდეო კლიპი, ფილმი, მუსიკალური ნაწარმოების აუდიო ჩანაწერი და ა.შ.;
  • სურვილის შემთხვევაში განმცხადებლებს შეუძლიათ წარადგინონ პროფესიული რეზიუმე;
  • განმცხადებლებს, რომლებიც წარადგენენ განაცხადს საშემსრულებლო ხელოვნებაში, შეიძლება ჩაუტარდეთ მოსმენა.

 

შერჩევის პროცესი

 

1 ფაზა - აგვისტოს შუა რიცხვები: საკვალიფიკაციო და ფორმალური მოთხოვნების შემოწმება - მოცემულ ეტაპზე ფასდება, თუ რამდენად აკმაყოფილებენ წარმოდგენილი განაცხადები საკვალიფიკაციო და ფორმალურ მოთხოვნებს.  განმცხადებლები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო და/ან ფორმალურ მოთხოვნებს, არ გადადიან შერჩევის მეორე ეტაპზე;
2 ფაზა - აგვისტოს ბოლო: განცხადებების შინაარსობრივი შემოწმება - ამ ეტაპზე ხდება განცხადებების შინაარსობრივი შემოწმება, რომლის შედეგად ხდება გასაუბრების ეტაპზე დასაშვები პირების გამოვლენა;
3 ფაზა - სექტემბრის შუა რიცხვები: გასაუბრება - ამ ეტაპზე ხდება შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და ნახევარფინალისტების გამოვლენა. გასაუბრება ჩატარდება ა.შ.შ.-ის საელჩოში.
შერჩევის ყველა ფაზა ჩატარდება ორეროვნული შესარჩევი კომისიის მიერ, რომელსაც აყალიბებს ა.შ.შ.-ის საელჩო საქართველოში და რომელიც შედგება საელჩოს, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრისა  და საქართველოს ბანკის წარმომადგენლებისგან, აგრეთვე ფულბრაიტის ყოფილი სტიპენდიანტებისგან.
სექტემბერ-ოქტომბერში ნახევარფინალისტებს მოეთხოვებათ ჩააბარონ შემდეგი სტანდარტული ტესტები:
TOEFL – IBT მინიმუმ 80 ქულა; PBT მინიმუმ 550 ქულა. რეკომენდირებულია IBT 100 ქულა (PBT 600 ქულა) მთელ რიგ სფეროებში, მათ შორის, არქიტექტურა, საჯარო მმართველობა, ბიზნესი. სამართალში მინიმალური მოთხოვნაა IBT 100 ქულა.
GRE - სავალდებულაო ყველა სფეროში, გარდა სამართლისა;
GMAT - სავალდებულოა ბიზნესის ადმინისტრირებისთვის სფეროსთვის.

 

განათლების საერთაშორისო ინსტიტუტი  გადასცემს კანდიდატების განცხადებებს ა.შ.შ.- ის უნივერსიტეტებს, რათა მათ განიხილონ  მათი შესაბამის უნივერსიტეტებში მიღების საკითხი. კანდიდატებმა თვითონ არ უნდა მიმართონ უნივერსიტეტებს. კანდიდატების უნივერსიტეტებში განაწილების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ა.შ.შ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიურო განათლების საერთაშორისო ინსტიტუტის რეკომენდაციის საფუძველზე. საბოლოო შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ 2018 წლის გაზაფხულზე.

გაითვალისწინეთ, რომ წარმატებული განმცხადებლები, როგორც წესი, არიან განცხადების წარდგენის ვადის ამოწურვის დღისთვის 30 წლამდე,  არა აქვთ განათლება მიღებული ა.შ.შ.-სა ან ევროპაში, აქვთ მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება და აქვთ აშკარად გამოკვეთილი ლიდერობის პოტენციალი. ჩვენ მივესალმებით განმცხადებლებს საქართველოს ყველა რეგიონიდან და ყველა სასწავლო დისციპლინაში.

ხშირად დასმული კითხვები