ონლაინ-კონსულტაცია სასტიპენდიო პროგრამებით დაინტერესებულთათვის

06 მარ 2019
მათთვის, ვინც დაინტერესებულია განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე სასტიპენდიო პროგრამებით, მაგრამ ვერ ახერხებს საინფორმაციო შეხვედრებზე დასწრებას, სატელეფონო და ელექტრონული კონსულტაციის გარდა, შესაძლებელია სასურველი ინფორმაციის LIVE-ჩართვის მეშვეობით მიღება.

ონლაინ-ჩართვა ცენტრის ფეისბუქ გვერდზე დაიწყება ხუთშაბათს, 7 მარტს, 12:00 საათზე.

ჩართვის დროს, პირდაპირი ეთერის ფორმატში, ცენტრის პროგრამული სამსახურის წარმომადგენლები დაინტერესებულ საზოგადოებას გამოცხადებული სასტიპენდიო კონკურსების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას და მათ შეკითხვებსაც უპასუხებენ.

საკონსულტაციო ჩართვისთვის თვალყურის დევნება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

https://www.facebook.com/iec.gov.ge/ (ცენტრის ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში).

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ცენტრში მიმდინარეობს განაცხადების მიღება შემდეგ სასტიპენდიო პროგრამებზე:
• საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2019-2020
• საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები 2019-2020
• საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2019-2020