საინფორმაციო შეხვედრები რეგიონებში

05 თებ 2018
განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებმა რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებს უნგრული, ფრანგული და ცენტრის სხვა სასტიპენდიო პროგრამები გააცნეს. შეხვედრას საფრანგეთის საელჩოს ატაშე საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხებში ტერი ბურტე და უნგრეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ანიკო ფარკაში ესწრებოდნენ.

შეხვედრები შემდეგი განრიგით გაიმართა 

25 იანვარი, 13:00 საათი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
26 იანვარი, 12:00 საათი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი;
31 იანვარი 14:00 საათი. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2 თებერვალი, 13:00 საათი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

აღნიშნულ შეხვედრებზე სტუდენტებმა ცენტრის და მისი საერთაშორისო პარტნიორების საქმიანობისა და პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.