საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა 2016-2017 26 აპრილი - 27 მაისი, 2016

საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის მიზნები 

 

სასტიპენდიო პროგრამის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისათვის და პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება.

პროგრამის ამოცანებია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე საჭირო კვალიფიციური კადრების მომზადება და მათი შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში ინტეგრირების ხელშეწყობა.

2016-2017 სასწავლო წლისათვის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი პროგრამული მიმართულებები/სპეციალობები:

◦აგრარული მეცნიერებანი;

◦განათლება;

◦ინჟინერია;

◦მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;

◦სოციალური მეცნიერებები;

◦ჰუმანიტარული მეცნიერებანი;

◦სამართალი;

◦არქიტექტურა;

◦საჯარო მმართველობა;

◦მენეჯმენტი.

 

 

პროგრამის კონკურსში მონაწილეობის თანაბარი უფლების შესახებ 

 

(დასაწყისი)

საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს თანაბარი უფლება ისარგებლონ სასტიპენდიო პროგრამით დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა, ამ სასტიპენდიო პროგრამით დადგენილი პირობების გათვალისწინებით. 

 

 

პროგრამის სამიზნე ჯგუფი 

 

(დასაწყისი)

პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირები, რომლებიც ჩაირიცხნენ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე/სპეციალობებზე. კერძოდ:

1. მოპოვებული აქვს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიური ხარისხი; 

2. სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე;

3. სწავლობს უცხოეთის უნივერსიტეტში, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას.

 

 

განაცხადით მომართვის პროცესი და საკონკურსო ვადები

 

(დასაწყისი)

საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის  კონკურსის ფარგლებში განაცხადების წარმოდგენის ვადაა 26 აპრილიდან - 27 მაისის ჩათვლით (19:00 სთ), 2016.

დაინტერესებულ პირები განაცხადსა და შესაბამის დოკუმენტაციას წარმოადგენენ ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ელექტრონული სარეგისტარციო ფორმის მეშვეობით  https://app.iec.gov.ge/. 

ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა კონკურსანტს საშუალებას აძლევს განაცხადი ეტაპობრივად შეავსოს ან/და შეცვალოს საკონკურსო ვადის ამოწურვამდე. განაცხადი და შესაბამის დოკუმენტაცია 27 მაისამდე (19:00 სთ)  უნდა აიტვირთოს სარეგისტარციო ფორმაში. საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს რედაქტირებას.

განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად და სრულყოფილად წარმოდგენის კონტროლი კონკურსანტის ვალდებულებაა. არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. 

კონკურსის საბოლოო შედეგები ხელმისაწვდომი იქნება 2016 წლის 15 ივლისამდე.

 

 

საკონკურსო მოთხოვნები

 

(დასაწყისი)

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველთათვის

საკონკურსო პირობები:

◦არის საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი;

◦ასაკი არ აღემატება 35 წელს;

◦ჩაბარებული აქვს უცხოეთის უნივერსიტეტში, პრიორიტეტულად გამოცხადებული პროგრამული მიმართულების/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე, გააჩნია საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისი ჩარიცხვის დამადასტურებელი ოფიციალური საბუთი.

◦მოპოვებული აქვს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიური ხარისხი. საბოლოო შეფასება: GPA­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ხოლო განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში - მინიმუმ B;

◦ან სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე. განვლილი სასწავლო წლებისა და სემესტრის შეფასება:  GPA­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ხოლო განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში - მინიმუმ B.

◦ან სწავლობს უცხოეთის უნივერსიტეტში, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო კურსის დაფინანსებას (განვლილი სასწავლო წლის ან/და სემესტრის GPA­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ხოლო განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში - მინიმუმ B);

◦აქვს მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო (მათ შორის, სტაჟირების, პრაქტიკის გავლის, კვლევითი საქმიანობის) გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭება იმ კონკურსანტებს, რომელთაც სამუშაო გამოცდილება აქვს საქართველოში. 

 

წარმოსადგენი დოკუმენტები:

◦პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

◦CV/რეზიუმე;

◦სამოტივაციო წერილი;

◦უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე უპირობო ჩარიცხვის წერილი (გარდა ფინანსური პირობისა. ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების შემთხვევაში დასაშვებია დიპლომის წარდგენის პირობაც);

◦ბაკალავრის ან/და შემდგომი აკადემიური ხარისხის დიპლომი/ცნობა  აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ და დიპლომის დანართი/ნიშნების ფურცელი დიპლომის საშუალო ქულის მითითებით);

◦დიპლომის დანართში/შეფასების ფურცელში დიპლომის/საშუალო ქულის  მიუთითებლობის შემთხვევაში ცნობა სასწავლებლიდან დიპლომის საშუალო ქულის შესახებ;

◦ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსის სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და განვლილი სასწავლო წლებისა და მიმდინარე სემესტრის შეფასების ფურცელი; 

◦უცხოეთის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამის მეორე ან მომდევნო კურსის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და განვლილი სასწავლო წლის ან/და სემესტრის შეფასების ფურცელი. 

◦ორი რეკომენდაცია;

◦დოკუმენტი სწავლის საფასურის შესახებ, საყოფაცხოვრებო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში - მოთხოვნილი თანხის ოდენობა;

◦სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი/-ები;

◦ნაშრომების, კვლევებისა და პუბლიკაციების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე სიგელების/სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);

◦სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში). 

 

სადოქტორო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველთათვის 

საკონკურსო პირობები: 

◦საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი;

◦მოპოვებული აქვს მაგისტრის ხარისხი,  საბოლოო შეფასება:  GPA­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ხოლო განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში - მინიმუმ B.

◦ჩაბარებული აქვს უცხოეთის უნივერსიტეტში, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების  სადოქტორო პროგრამაზე და გააჩნია საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისი ჩარიცხვის დამადასტურებელი ოფიციალური საბუთი;

◦სწავლობს უცხოეთის უნივერსიტეტში, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების  სადოქტორო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო კურსის დაფინანსებას გასული წლის საბოლოო შეფასება:  GPA­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ხოლო განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში - მინიმუმ B ან განვლილი სასწავლო წელს დაგეგმილი აკადემიური სამუშაოს შესრულების ოფიციალური შეფასება ქულობრივი შეფასების სისტემის არ არსებობის შემთხვევაში.

◦აქვს 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (მათ შორის, სტაჟირების, პრაქტიკის გავლის, კვლევითი საქმიანობის) გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭება იმ კონკურსანტებს, რომელთაც სამუშაო გამოცდილება აქვთ საქართველოში.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

◦პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

◦CV/რეზიუმე;

◦სამოტივაციო წერილი; 

◦უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების სადოქტორო პროგრამაზე უპირობო ჩარიცხვის წერილი (გარდა ფინანსური პირობისა); 

◦მაგისტრის დიპლომი/ცნობა მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ და დიპლომის დანართი/ნიშნების ფურცელი დიპლომის საშუალო ქულის მითითებით; 

◦დიპლომის დანართში/შეფასების ფურცელში დიპლომის საშუალო ქულის  მიუთითებლობის შემთხვევაში ცნობა სასწავლებლიდან დიპლომის საშუალო ქულის შესახებ; 

◦მეორე ან მომდევნო კურსის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და განვლილი სასწავლი წლის/სემესტრის შეფასების ფურცელი;

◦დოკუმენტი სწავლის საფასურის შესახებ, საყოფაცხოვრებო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში - მოთხოვნილი თანხის ოდენობა;

◦ორი რეკომენდაცია;

◦სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი/-ები;

◦ნაშრომების, კვლევებისა და პუბლიკაციების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე სიგელების/სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);

◦სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).

 

 

კონკურსანტის შერჩევის პროცესი 

 

(დასაწყისი)

კონკურსი შედგება სამი ეტაპისაგან:

პირველი ეტაპი -  ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება.  არასრული განაცხადი არ განიხილება. 

მეორე ეტაპი - ელექტრონული განაცხადების შინაარსობრივი შეფასება. ელ. განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივი შეფასების საფუძველზე, კონკურსანტი გადადის კონკურსის მესამე ეტაპზე შესაბამისი ქულის დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნა დადგენილი. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 60 ქულა.

მესამე ეტაპი - გასაუბრება. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი იმყოფება საზღვარგარეთ გასაუბრება ჩატარდება ელექტრონულად - სკაიპის საშუალებით. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 40 ქულა.

 

 

შეფასების მექანიზმი და კრიტერიუმები 

 

(დასაწყისი)

განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასება ხდება სპეციალურად შექმნილი ელექტრონული სისტემის საშუალებით. ქულების მაქსიმალური რაოდენობაა 100 (+დამატებითი) ქულა (100%), საიდანაც:

◦განაცხადის შეფასებისას მაქსიმუმი 60 (%)/ქულაა;

◦გასაუბრების შეფასებისას მაქსიმუმი 40 (%)/ ქულაა;

◦დამატებითი ქულა მაქსიმუმ  5 (სოციალურად დაუცველის, შშმ პირის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებს, რეგიონალური უნივერსიტეტის სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს, მნიშვნელოვანი ჯილდო/მიღწევების  მქონე პირებს),  ერთი სტატუსისათვის 1 ქულა. 

კომისიის წევრები თითოეულ განაცხადს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად აფასებენ ელექტრონულ სისტემის მეშვეობით. განაცხადის სხვადასხვა ნაწილს, როგორიცაა სამუშაო გამოცდილება, მიღებული განათლება და შერჩეული მიმართულება, აკადემიური  პროგრამა, რეკომენდაციები და სამოტივაციო წერილი, შეფასებისას განსხვავებული  ხვედრითი ქულობრივი წილი აქვს საერთო ქულაში. (მაგ: განაცხადის (60%-ის) შეფასების  დიდ წილს სამოტივაციო წერილში მიღებული ქულა განსაზღვრავს).

კონკურსანტები, რომლებიც შერჩევის მეორე საფეხურზე მოიპოვებენ შესაბამის ქულას გასაუბრებაზე იქნებიან მოწვეულნი. გასაუბრება თითოეულ კონკურსანტთან განსაზღვრული დროითა და ფორმატით მიმდინარეობს. კომისიის წევრები კონკურსანტს გასაუბრების დასრულების შემდეგ  კვლავ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აფასებენ.  

კომისიამ შეიძლება განსაზღვროს ქულობრივი ზღვარი კონკურსის მასშტაბისა, აკადემიური პროგრამებისა და მიმართულების/სპეციალობის პრიორიტეტულობის მიხედვით. შესაბამისად, კონკურსანტი მომდევნო ეტაპზე გადადის  ქულობრივი ზღვარის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში. კონკურსის დასრულებისას ჯამდება კონკურსის მეორე და მესამე ეტაპებზე დაგროვილი საშუალო ქულები, რითაც დგინდება კონკურსის საბოლოო შედეგი.

 

 

კონკურსანტების ინფორმირება შედეგების შესახებ

 

(დასაწყისი)

შეფასების ელექტრონული ქულობრივი სისტემა კონკურსის დასრულებისას კონკურსანტებს ჰყოფს (1) გამარჯვებულ, (2) სარეზერვო და (3) დაბალქულიან ჯგუფებად. 

კონკურსანტების ინფორმირება საბოლოო შედეგის შესახებ (გამარჯვებული, სარეზერვო და დაბალქულიანი) ერთდროულად ხდება. ელექტრონული სისტემა შესაბამის ინფორმაციას უგზავნის კონკურსანტს გასაუბრების ეტაპის დამთავრებიდან ერთ თვის განმავლობაში მათ მიერ განაცხადში მითითებული ელ.ფოსტის მისამართზე.

 

 

დაფინანსება

 

(დასაწყისი)

დაფინანსება გულისხმობს სწავლის საფასურის ან/და სწავლასთან დაკავშირებული ან/და სწავლის პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას. დაფინანსება შეიძლება გაიცეს სრულად ან ნაწილობრივ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე. 

სწავლის საფასურის დაფინანსებისას კომისია მსჯელობს შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ინვოისის საფუძველზე, ხოლო უცხოეთში ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯები დაფინანსებისას ამა თუ იმ უცხო ქვეყანაში არსებული ცხოვრების სიძვირის მიხედვით. 

პროგრამა არ ითვალისწინებს დისტანციურ/დაუსწრებელ აკადემიურ პროგრამებზე სწავლის დაფინანსებას.

 

 

სახელშეკრულებო ურთიერთობები

 

(დასაწყისი)

კონკურსში გამარჯვებულ პირსა და ცენტრს შორის ფორმდება „გრანტის შესახებ“ ხელშეკრულება. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების გაფორმებისას კონკურსის გამარჯვებული პირი საქართველოში არ იმყოფება, განათლების საერთაშორისო ცენტრის ადმინისტრაცია ფოსტის მეშვეობით უზრუნველყოფს შესაბამის პროცედურებს. აღნიშნული ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი და ა.შ.

ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობები:

◦კონკურსში გამარჯვებულ ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსის სტუდენტებთან გრანტის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ ოფიციალური  დოკუმენტისა და შესაბამისი აკადემიური მოსწრების წარმოდგენის შემდეგ.    

◦უცხოეთის უნივერსიტეტში ჩარიცხულ პირს, რომელიც საჭიროებს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას და საკონკურსო ვადებში განვლილი აკადემიური წლის საბოლოო შეფასება ვერ წარმოადგინა  გრანტის შესახებ ხელშეკრულება გაუფორმდება განვლილი სასწავლო წლის საბოლოო შეფასების (GPA­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ხოლო განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში - მინიმუმ B, დოქტორანტებისათვის - ქულობრივი შეფასების სისტემის არ არსებობის შემთხვევაში გასულ სასწავლო წელს დაგეგმილი აკადემიური სამუშაოს შესრულების ოფიციალური შეფასება) წარმოდგენის შემთხვევაში. 

◦აღნიშნული პირობების შეუსრულებლობა წარმოადგენს ცენტრის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს.

 

ცენტრი იღებს ვალდებულებას: 

 - კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად განახორციელოს დაფინანსებული პირის  ფინანსური უზრუნველყოფა შესაბამისი ოდენობითა და ამ პროგრამით დადგენილი ანგარიშსწორების წესით. 

დაფინანსებულმა პირი იღებს ვალდებულებას:

◦სწავლის დასრულების შემდგომ წარმოადგინოს შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი.

◦საზღვარგარეთ შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაფინანსებული პირი უნდა დაბრუნდეს საქართველოში სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დარჩეს ქვეყანაში 3 წელი და დასაქმდეს საქართველოში, შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში.

დაფინანსებულ პირს სწავლის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი წლის ვადით შეიძლება მიეცეს საზღვარგარეთ დარჩენის უფლება შესაბამის სფეროში/მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით. უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია. აღნიშნული მიზნით  დაფინანსებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება და დასაქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი. აღნიშნული განიხილება დასაქმების შესახებ ვალდებულების შესრულების გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი პერიოდის ამოწურვისთანავე.

დაფინანსებულ პირს არ შეუძლია ამავე ან ცენტრის სხვა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში  მოითხოვოს დაფინანსება საზღვარგარეთ სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამაზე სწავლის მიზნით ამ პროგრამითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.

დაფინანსებული პირის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას. კერძოდ, დასაქმებისა და შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შესახებ ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში დაფინანსებული პირი ვალდებულია სრულად დააბრუნოს გრანტის სახით მიღებული თანხა გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. 

პროგრამის ფარგლებში სხვა უფლება-მოვალეობები რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულებით.

 

 

 

«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678