ჩეხეთის სასტიპენდიო პროგრამა 2023 -2024

 

ჩეხეთის სასტიპენდიო პროგრამა 2023 -2024

 

ჩეხეთის სასტიპენდიო პროგრამა წარმოადგენს საერთაშორისო  გაცვლით სასტიპენდიო პროგრამას, რომლის საფუძველია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2017 წლის შეთანხმება.

საქართველოს ყველა მოქალაქეს ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელს, აქვს თანაბარი უფლება ისარგებლოს სასტიპენდიო პროგრამით, ამავე პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკურ ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, ქონებრივი მდგომარეობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა.
პროგრამა ითვალისწინებს მოკლევადიანი სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობას საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის  (სასწავლო და კვლევითი) სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის.

კერძოდ:

 

  1. მოკლევადიან სტიპენდიებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს ყველა მიმართულებით (სწავლის ხანგრძლივობა – 2-დან 9 თვემდე ერთ ადამიანზე). საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 27 თვეს.
  2. კვლევით სტიპენდიებს უნივერსიტეტის ლექტორებსა და მკვლევარებს (კვლევითი ვიზიტის ხანგრძლივობა – 1 თვემდე პერსონაზე). კვლევითი ვიზიტების საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.
  3. სლავური ენის შემსწავლელი საზაფხულო სკოლის მოკლევადიან სტიპენდიებს (ხელმისაწვდომია 2 ადგილი).

 
კონკურსანტმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოს ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოს, ცენტრის საკონტაქტო მეილზე პროგრამის შესაბამისად მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად. გამარჯვებული კონკურსანტის შერჩევა ხდება ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მიერ.

 

  • საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებისთვის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით, ონლაინ-მისამართი: info-iec@iec.gov.ge;
  • ზაფხულის სკოლის აპლიკაციების წარდგენის ვადა:  არაუგვიანეს 2023 წლის 15 მარტისა ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში: www.mzv.cz/tbilisi, https://www.facebook.com/czechembassytbilisi.
  •  

წარმოსადგენი დოკუმენტების, საკონკურსო ვადებისა და პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში
 

 

 

 

 

 

 

 

«აგვისტო 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

უნგრეთის საელჩომ საქართველოში „Stipendium Hungaricum”-ის პროგრამის 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიანტებს უმასპინძლა

Read more
123
45678910
1112
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა. ფორუმში 2025-2026 აკადემიური წლის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული სტიპენდიანტები, ცენტრის პარტნიორი საელჩოს წარმომადგენლები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.

Read more
1314151617
18192021222324
25262728293031
1234567