სასტიპენდიო პროგრამა ყაზახეთის რესპუბლიკაში 2025-2026

 

პროგრამის აღწერა

 

სასტიპენდიო პროგრამა ყაზახეთის რესპუბლიკაში 2025-2026 წარმოადგენს საერთაშორისო საპარტნიორო პროგრამას რომლის საფუძველია 2025 წლის 6 თებერვლის შეთანხმება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს შორის უმაღლესი და დიპლომის შემდგომი განათლების და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.

პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი კონკურსანტთა ნომინირების მიზნით.

პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე სწავლის და ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯის დაფინანსებას. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს.

2025-2026 აკადემიური წლისთვის პროგრამა ითვალისწინებს:

- საბაკალავრო საფეხურზე საქართველოს 2 მოქალაქის დაფინანსებას;

- სამაგისტრო საფეხურზე საქართველოს 2 მოქალაქის დაფინანსებას;

- სადოქტორო საფეხურზე საქართველოს 1 მოქალაქის დაფინანსებას.

 

უნივერსიტეტების ჩამონათვალისთვის იხილეთ: პროგრამის დანართი N1

 

 

განაცხადის წარმოდგენა და საჭირო დოკუმენტაცია

 

2.1 განაცხადის წარმოდგენა

2025-2026 აკადემიური წლისთვის ყაზახეთის რესპუბლიკის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს უნდა წარმოუდგინოს პროგრამის შესაბამისად მოთხოვნილი დოკუმენტაცია (შედგენილი ინგლისურ ენაზე ან ოფიციალურად თარგმნილი და დამოწმებული ნოტარიულად) ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: info-iec@iec.gov.ge.

 

2.2 სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

- განაცხადი ყაზახეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისთვის (პროგრამის დანართი N2);

- საზღვარგარეთის პასპორტის ასლი;

- ატესტატი ან წინა აკადემიური საფეხურის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (შედგენილი ინგლისურ ენაზე ან ნათარგმნი და დამოწმებული ნოტარიულად)

- ნიშნების ფურცელი ან დიპლომის დანართი, შედგენილი ინგლისურ ენაზე ან ნათარგმნი და დამოწმებული ნოტარიულად (კონკურსზე დაშვების პირობაა: ზოგადი განათლების შემთხვევაში საშუალო ჯამური ქულა არანაკლებ “B”, ხოლო უმაღლესი განათლების შემთხვევაში არანაკლებ საშუალო ჯამური შეფასება GPA: 3,3 ან მისი ექვივალენტი.

- სამოტივაციო წერილი (ყაზახურ ან ინგლისურ ენებზე);

- სარეკომენდაციო წერილი (ყაზახურ ან ინგლისურ ენებზე);

- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსიული ინფექციისა და შიდსის შესახებ ჩატარებული კვლევების ცნობა (შედგენილი ინგლისურ ენაზე ან ნათარგმნი და დამოწმებული ნოტარიულად)

- ცნობა ნასამართლეობის შესახებ (შედგენილი ინგლისურ ენაზე ან ნათარგმნი და დამოწმებული ნოტარიულად).

 

* საკონკურსოდ არ განიხილება არასრულად შევსებული ან/და მოთხოვნებთან შეუსაბამოდ წარდგენილი განაცხადი.

 

 

 

ვადები

 

• სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ელ. ფოსტაზე (info-iec@iec.gov.ge) განაცხადების მიღება - 2025 წლის 24 აპრილიდან 2025 წლის 29 მაისის 15:00 საათამდე.

• აპლიკანტების მიერ ტექნიკური ხარვეზის გამოსწორება - 2025 წლის 5 ივნისის 15:00 საათამდე.

 

ცენტრი იტოვებს უფლებას კონკურსანტებთან ჩაატაროს ჯგუფური შეხვედრა/გასაუბრება.

 

განაცხადების მიღების პერიოდში პროგრამის შესახებ კონსულტაცია სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში ჩატარდება 6 და 13 მაისს 14:00 საათზე.

 

 

 

«აგვისტო 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

უნგრეთის საელჩომ საქართველოში „Stipendium Hungaricum”-ის პროგრამის 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიანტებს უმასპინძლა

Read more
123
45678910
1112
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა. ფორუმში 2025-2026 აკადემიური წლის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული სტიპენდიანტები, ცენტრის პარტნიორი საელჩოს წარმომადგენლები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.

Read more
1314151617
18192021222324
25262728293031
1234567