სიახლე

განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ACA-ს გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ACA-ს გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი პორტუგალიაში, აკადემიური თანამშრომლობის ასოციაციის (ACA) გენერალურ ასამბლეას დაესწრო.

ღონისძიებაში  წამყვანი საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. ასამბლეის ფარგლებში, განათლების ინტერნაციონალიზაციის, დაფინანსების ტენდენციებისა და ახალი პრიორიტეტების კუთხით ასოციაციის წევრი ქვეყნების გამოცდილებაზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს Erasmus+ პროგრამისა და ევროკავშირის ახალი მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს (MFF) პერსპექტივები, მიმდინარე ევროპული საგანმანათლებლო პოლიტიკა და მომავალი პროექტების (TCA 2026) იდეები.

ასამბლეის პარალელურად, გაიმართა მე-3 ტრანსატლანტიკური მაღალი დონის შეხვედრა, რომელიც უმაღლესი განათლების მიმართულებით ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხებოდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აკადემიური და კვლევითი მობილობის პროგრამების მნიშვნელობაზე, რაც გლობალური კრიზისებისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო აქტუალური ხდება.

ღონისძიებას საერთაშორისო განათლების ადმინისტრატორთა ასოციაცის ხელმძღვანელები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების განათლების ეროვნული სააგენტოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აშშ-ის განათლების საერთაშორისო ინსტიტუტის (IIE), ბრიტანეთის საბჭოების, Fulbright Commission Portugal-ის და ევროკომისიის DG EAC-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი 2018 წლიდან ACA-ს ასოცირებული წევრია.

წინა სიახლე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა პროექტი - „STEM სასკოლო ჰაბი”
Next Article სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო - „აკადემიური პალმის ორდენი“ გადაეცა
Print
734 Rate this article:
No rating

x
«იანვარი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
«იანვარი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678