სიახლე

განათლების საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

განათლების საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

რეგიონებში განათლების ინტერნაციონალიზაციის გაძლიერების მიზნით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  მემორანდუმს ხელი მოაწერეს განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუნუ მიცკევიჩმა და საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ.

მემორანდუმი მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებასა და საქართველოს რეგიონების მხარდაჭერას საზღვარგარეთ განათლების მიღებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით, რაც გულისხმობს ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მომზადებასა და რეგიონებში მათი დასაქმების ხელშეწყობას, ასევე, რეგიონებში დასაქმებულ პირთა პროფესიულ განვითარებას უცხოეთში კვალიფიკაციის ამაღლების გზით.

ამ მიზნით, წელს პირველად, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა გამოაცხადა ახალი ქვეპროგრამა "უცხოეთში განათლების მიღების ხელშეწყობა რეგიონების განვითარებისთვის 2024-2025", რომლის ბენეფიციარები სახელმწიფოს დაფინანსებით უცხოეთში განათლებას მიიღებენ/კვალიფიკაციას აიმაღლებენ და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, რეკომენდაციის გამცემ რეგიონებში საზღვარგარეთ მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისად დასაქმდებიან.

წინა სიახლე განათლების საერთაშორისო ცენტრის ახალი ქვეპროგრამის „უცხოეთში განათლების მიღების ხელშეწყობა რეგიონების განვითარებისთვის 2024-25“ პრეზენტაცია გაიმართა
Next Article განათლების საერთაშორისო ცენტრმა აკადემიური კოოპერაციის ასოციაციის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა
Print
1510 Rate this article:
No rating

x
«იანვარი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
«იანვარი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678