სიახლე

განათლების საერთაშორისო ცენტრმა აკადემიური კოოპერაციის ასოციაციის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

განათლების საერთაშორისო ცენტრმა აკადემიური კოოპერაციის ასოციაციის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა ისლანდიაში, აკადემიური კოოპერაციის ასოციაციის (ACA) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა. ცენტრს ასამბლეაზე საერთაშორისო საპარტნიორო პროგრამებისა და პროექტების განვითარების სამსახურის კოორდინატორი სოფიო გელაშვილი წარმოადგენდა.

ასამბლეას წამყვანი ევროპული და ამერიკული საგანმანათლებლო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით არსებული სიახლეები და სამომავლო გეგმები განიხილეს, ასევე, ასოციაციის წევრ ქვეყნებს შორის განათლების სფეროში მრავალმხრივი საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. 

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი აკადემიური კოოპერაციის ასოციაციასთან (ACA) 2018 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს. ასოციაცია განათლების ინტერნაციონალიზაციის სფეროში მოწინავე ევროპულ ქსელს წარმოადგენს, რაც  მის წევრებს შესაძლებლობას აძლევს, გაიზიარონ აღნიშნულ სექტორში მომუშავე ორგანიზაციების გამოცდილება, არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები. 

წინა სიახლე განათლების საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
Next Article განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა საფრანგეთში კურსდამთავრებულთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
Print
4278 Rate this article:
No rating

x
«იანვარი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
«იანვარი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678