სიახლე

განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა საფრანგეთში კურსდამთავრებულთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა საფრანგეთში კურსდამთავრებულთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუნუ მიცკევიჩმა საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, საფრანგეთში კურსდამთავრებულთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.  

ღონისძიებას საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი კამილ ნორა და ქართულ-ფრანგული სასტიპენდიო პროგრამა France Excellence-ის სტიპენდიანტები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, 2024-2025 წლის შესარჩევი კონკურსის წარმატებულ სტიპენდიანტებს საქართველოში საფრანგეთის საელჩოს, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სახელით, სერტიფიკატები გადაეცათ. 

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში, საფრანგეთთან 2015 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს. 2016 წლიდან დღემდე, France Excellence-ის პროგრამის მეშვეობით, საფრანგეთში სასწავლო სტიპენდია საქართველოს 79 მოქალაქემ მოიპოვა. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით კი, 2014-2023 წლებში, საფრანგეთის სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტში, სამაგისტრო, სადოქტორო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების გავლის მიზნით, 15 სტიპენდიანტი გაემგზავრა. 

წინა სიახლე განათლების საერთაშორისო ცენტრმა აკადემიური კოოპერაციის ასოციაციის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა
Next Article განათლების საერთაშორისო ცენტრში კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებულებთან შეხვედრა გაიმართა
Print
3638 Rate this article:
No rating

x
«იანვარი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
«იანვარი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678