სიახლე

კონსულტაციები კონკურსანტთა უფლებების დამცველის სამუშაო ჯგუფთან
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

კონსულტაციები კონკურსანტთა უფლებების დამცველის სამუშაო ჯგუფთან

განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში კონკურსანტთა უფლებების დაცვის, კონკურსის ობიექტურობისა და შედეგების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ყოველწლიურად იქმნება სასტიპენდიო პროგრამების კონკურსანტთა უფლებების დამცველის სამუშაო ჯგუფი. წელს კონკურსანტთა უფლებებს დაიცავს ამერიკელი იურისტი - ტიმოთი ბარეტი, რომელსაც ა.შ.შ.-ში აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული იურიდიული საქმიანობისა და აკადემიური საქმიანობის გამოცდილება, ამჟამად კი არის საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი. სამუშაო ჯგუფში ასევე შედიან ცენტრის კურსდამთავრებული სტიპენდიატები.

კონკურსანტთა უფლებების დამცველთან კონსულტაციები გაიმართება 5 და 6 ივლისს 15:00 საათიდან 17:00 საათამდე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში (მის: თბილისი. ი.ჭავჭავაძის 7).

აღნიშნულ შეხვედრებზე კონკურსანტთა უფლებების დამცველი განიხილავს სასტიპენდიო პროგრამების კონკურსანტების შესარჩევ პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებს, განუმარტავს შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამით გათვალისწინებულ საკონკურსო პროცედურებს და საკონკურსო კომისიის საქმიანობის წესს. კონკურსანტის განცხადების განხილვისას, შერჩევის პროცესში დაშვებული ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, უფლებების დამცველი უფლებამოსილია მიმართოს საკონკურსო კომისიას რეკომენდაციით კონკურსანტის საკონკურსო განაცხადის ხელმეორედ განხილვის შესახებ, ასევე შეიმუშავებს და წარუდგენს ცენტრს რეკომენდაციებს სასტიპენდიო პროგრამებთან დაკავშირებით.

საჭიროების შემთხვევაში, კონკურსანტებთან შეხვედრა შესაძლოა გაიმართოს ელექტრონულად - სკაიპის მეშვეობით.

კონსუტაციებზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, წინასწარ მოგვწეროთ თქვენი სახელი, გვარი და შეხვედრისთვის ხელსაყრელი თარიღი, შემდეგ ელ - ფოსტაზე: info-iec@iec.gov.ge

წინა სიახლე სამი სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
Next Article კონსულტაციები კონკურსანტთა უფლებების დამცველის სამუშაო ჯგუფთან
Print
4170 Rate this article:
No rating

x
«სექტემბერი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
252627
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში პროექტის -  „ჩემი 10 სამუშაო დღე“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში პროექტის - „ჩემი 10 სამუშაო დღე“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, სტიპენდიანტთა პროფესიული წინსვლის ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად განაგრძნობს ახალი ინიციატივის - „ჩემი 10 სამუშაო დღე“ განხორციელებას.

Read more
28293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

151617
საინფორმაციო შეხვედრა საგრანტო პროგრამებთან დაკავშირებით

საინფორმაციო შეხვედრა საგრანტო პროგრამებთან დაკავშირებით

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში დაიწყო საინფორმაციო შეხვედრები საგრანტო პროგრამებით დაინტერესებულ მოქალაქეებთან. პარასკევს, 12 სექტემებერს, შეხვდრა გაიმართა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (გაუ) სტუდენტებთან. შეხვედრას ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი დაესწრო.

Read more
18192021
22232425262728
293012345