სიახლე

სამი სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

სამი სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

4 ივლისს განათლების საერთაშორისო ცენტრში 2018-19 სასწავლო წლის 3 სასტიპენდიო - სადოქტორო, სახელოვნებო და საჯარო მოხელეთა საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის შედეგების შესახებ შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართა. ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჭელიძემ ამ სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულები გამოცხადა. კონკურსანტებს კომისიის წევრებმა მაია წერეთელმა და ცენტრის კურსდამთავრებულმა დავით ნადირაძემ მიმართეს.

წელს განათლების საერთაშორისო ცენტრმა სტუდენტების მეხუთე თაობა შეარჩია, რომელსაც საშუალება მიეცემა სახელმწიფოს დაფინანსებით საზღვარგარეთ მიიღოს ცოდნა და სასწავლო პროგრამების დასრულების შემდეგ, მიღებული ცოდნის რეალიზება საკუთარ ქვეყანაში განაგრძოს.

სასტიპენდიო პროგრამების მიზანია, საქართველოს მოქალაქეებისთვის უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება. სამივე პროგრამა ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯების სრულ, ან ნაწილობრივ დაფინანსებას.

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს დაარსდა და 2014-17 წლებში 500 - ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის. 2014 წელს ცენტრს მხოლოდ 3 სასტიპენდიო პროგრამა ჰქონდა, 2017 წლიდან კი 9 პროგრამას ახორციელებს. 2018 წლიდან პროგრამებისა და სტიპენდიატების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

სულ 2018-2019 სასწავლო წლისთვის გამოცხადებული კონკურსების ფარგლებში საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველი საქართველოს 500-ზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირდა, განაცხადი კი 240-მა აპლიკანტმა შემოიტანა. პროგრამებით დაინტერესებულ პირებს ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსება ცენტრის ვებ.გვერდზე ერთი თვის მანძილზე, 25 აპრილიდან 2018 წლის 25 მაისის ჩათვლით შეეძლოთ.

წინა სიახლე ვაკანსია
Next Article კონსულტაციები კონკურსანტთა უფლებების დამცველის სამუშაო ჯგუფთან
Print
14238 Rate this article:
No rating

x
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012
განათლების საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

განათლების საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

რეგიონებში განათლების ინტერნაციონალიზაციის გაძლიერების მიზნით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს ადგილობრიც თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუნუ მიცკევიჩმა და საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ.

Read more
345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789