1. რა შესაძლებლობებს სთავაზობს ცენტრი საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად ? 

ცენტრი, როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით, ახორციელებს სასტიპენდიო პროგრამებს საზღვარგარეთ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, ასევე კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე დაფინანსების მოსაპოვებლად.

(!) ამ ეტაპზე, საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის დაფინანსება შესაძლებელია მხოლოდ უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამის - “Stipendium Hungaricum”-ის  ფარგლებში.

 

2. რა სახის სასტიპენდიო პროგრამებს ახორციელებს ცენტრი?

ცენტრის მიერ ხორციელდება:

  • - სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული პროგრამები.
  • - პარტნიორ ორგანიზაციებთან თანადაფინანსებული პროგრამები.
  • - პარტნიორი ორგანიზაციების მთავრობათა მიერ სრულად დაფინანსებული პროგრამები.

 

3. ვის შეუძლია ცენტრის სასტიპენდიო პროგრამებით სარგებლობა

ცენტრის სასტიპენდიო პროგრამებით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს.

 

4. რას გულისხმობს ძირითადი სააპლიკაციო და საკონკურსო პროცედურები ?

  • - კონკურსანტის მიერ საკონკურსო ვადის დაცვით ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციას და განაცხადის ფორმის შევსებას;
  • - ცენტრის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი განაცხადისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის ფორმალურ შეფასებას;
  • - სრულყოფილი განაცხადის კომისიის მიერ შინაარსობრივი (ქულობრივი) შეფასებას, კომისიასთან გასაუბრებას.

(!) შესაძლებელია, რომელიმე სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებდეს განსხვავებულ პროცედურას.

 

5. როგორ ხდება სასტიპენდიო პროგრამაზე რეგისტრირება?

კონკურსანტმა ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია უნდა გაიაროს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://app.iec.gov.ge/

რეგისტრაციის გავლის შემდგომ, როდესაც კონკურსანტი ხდება სისტემის მომხმარებელი, ელ. განაცხადების ჩამონათვალში შეუძლია შეარჩიოს კონკრეტული სასტიპენდიო პროგრამის ელ. განაცხადი.

 

6. როდის არის შესაძლებელი განაცხადის შევსება/წარმოდგენა?

ამა თუ იმ სასტიპენდიო პროგრამის ელ. განაცხადი აქტიურია ანუ  განაცხადის შევსება და წარმოდგენა შესაძლებელია წინასწარ  განსაზღვრულ საკონკურსო ვადაში. საკონკურსო ვადა მოცემულია შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამის აღწერაში.

 

 

7. როგორ ხდება განაცხადის შევსება?

ელ. სისტემაში რეგისტრაციის შემდგომ, კონკურსანტი შეარჩევს მისთვის რელევანტურ ელ. განაცხადს, ეტაპობრივად ავსებს საინფორმაციო ველებს, ტვირთავს დოკუმენტებს. მას შემდეგ, რაც სრულად შეავსებს კონკრეტულ გვერდს, დააჭერს „შენახვის“ ღილაკს.

განცხადების სხვა გვერდების შევსება შესაძლებელია ეტაპობრივად. ყოველი გვერდის სრულად შევსების შემდგომ, დააჭერს გაგზავნის ღილაკს. ამ მოქმედებით კონკურსანტის განაცხადი ჩაითვლება წარმოდგენილად, რის შესახებაც დამატებით მიიღებს დასტურს ელ ფოსტაზე. 

 

8. რა ეტაპზეა შესაძლებელი ელ განაცხადის ცვლილება ?

ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციის შევსება, დოკუმენტის ატვირთვა, დამახსოვრება, რედაქტირება შესაძლებელია განაცხადის გადმოგზავნამდე, საკონკურსო ვადის ფარგლებში. მას შემდეგ, რაც დააჭერთ „გადმოგზავნის“ ღილაკს, განაცხადი მიიჩნევა წარმოდგენილად და შემდგომ ცვლილებების განხორციელება შეუძლებელია.

 

9. განაცხადის შევსებისას რამდენი უნივერსიტეტის/აკად. პროგრამის მითითებაა შესაძლებელი?

თითოეულ სასტიპენდიო პროგრამას აქვს კონკრეტულად ამ პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მისათითებელი უნივერსიტეტები/აკად. პროგრამების რაოდენობა.

 

10. შეიძლება თუ არა ჩაერთოს ცენტრის წარმომადგენელი განაცხადის შევსების ან უნივერსიტეტებში ჩარიცხვის პროცესში?

კონკურსანტი ინდივიდუალურად და დამოუკიდებლად ავსებს ელ. განაცხადს. აგრეთვე, ცენტრისგან დამოუკიდებლად გადის საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში ჩარიცხვის პროცედურას.

 

11. იყენებს თუ არა ცენტრი უნივერსიტეტების სარეიტინგო სიას?

ცენტრის სასტიპენდიო პროგრამები არ ზღუდავს კონკურსანტს რაიმე ტიპის უნივერსტეტების სარეიტინგო სიებით.

გარდა ცალკეული სასტიპენდიო პროგრამებისა, სადაც წინასწარ სასტიპენდიო პროგრამით არის განსაზღვრული პროგრამის ფარგლებში არსებული პარტნიორი უნივერსიტეტების ჩამონათვალი.

 

12. ფინანსდება თუ არა დისტანციური სწავლა ?

სასტიპენდიო პროგრამები  არ ითვალისწინებს სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის რეჟიმის, ელექტრონული ფორმის (online), დისტანციური, ინტეგრირებული ან/და ე.წ. “Executive” აკადემიური პროგრამების დაფინანსებას.

გარდა, პანდემიის პირობებში ან სხვა განსაკუთრებული გარემოებების დროს სასწავლო პროცესთან დაკავშირებით უნივერსიტეტში დროებით შეცვლილი რეგულაციებისა.

 

13. შეუძლია თუ არა კონკურსანტს რამდენიმე სასტიპენდიო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მიღება?

ამგვარი შეზღუდვა არ არსებობს. თუმცა ერთზე მეტი სასტიპენდიო პროგრამის კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, მხოლოდ ერთი პროგრამის გრანტის ათვისების უფლება აქვს.

 

14. ფინანსდება თუ არა ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის პროგრამა ?

გრანტი გაიცემა ერთი აკადემიური წლისთვის.

ერთ წელზე მეტი წლის ხანგრძლივობის პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, სტიპენდია მომდევნო აკადემიური წლისთვის გაიცემა შესაბამისი, მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილებით.

 

 

15. წლის განმავლობაში რამდენჯერ შეიძლება გამოცხადდეს სასტიპენდიო პროგრამა?

ცენტრის ყოველი სასტიპენდიო პროგრამა ცხადდება წელიწადში ერთხელ.

 

16. გამარჯვებული კონკურსანტი გრანტის ათვისების შემთხვევაში რაიმე ვალდებულებას იღებს ?

ცენტრის ყველა სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს იმ უნივერსიტეტის და პროგრამის დიპლომის წარმოდგენას, სადაც სწავლა დაუფინანსდა კომისიის გადაწყვეტილებით. სასტიპენდიო პროგრამების უმრავლესობა ითვალისწინებს სწავლის დასრულების შემდეგ ქვეყანაში დაბრუნების, დაყოვნებისა და დასაქმების ვალდებულებას. (!) ყოველი სასტიპენდიო პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების დეტალურ შინაარსს კონკურსანტი უნდა გაეცნოს პროგრამის აღწერაში.

 

17. როგორია დაფინანსების გაცემის წესი და რას გულისხმობს დაფინანსება?

დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით.

დაფინანსება გულისხმობს სწავლის საფასურის ან/და სწავლასთან დაკავშირებული ან/და სწავლის პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებას.

 

18. როგორ ხდება გრანტის სახით გამოყოფილი თანხის ათვისება?

- სწავლის საფასურის ასანაზღაურებლად გამოყოფილი თანხა ირიცხება უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ოფიციალური ინვოისის საფუძველზე.

- შესაბამის ქვეყანაში სწავლის პერიოდში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად გამოყოფილი თანხა ირიცხება დაფინანსებული პირის პირად საბანკო ანგარიშზე. აღნიშნული მიზნით, შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ არსებული ბანკის ოფიციალური ანგარიშის ფურცელი.

 

 

19. საშემოსავლო გადასახადით იბეგრება თუ არა დაფინანსება ?

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად გრანტის სახით გამოყოფილ თანხა არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით.

 

20. რა საშუალებებით შეიძლება ცენტრში კონსულტაციის გავლა ?

განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამებთან დაკავშირებით კონსულტაციის მიღება შესაძლებელია:

  1. ცენტრში ვიზიტით ნებისმიერ სამუშაო დღეს. მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. 7, მეორე სართული;
  2. ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდის ან ელ ფოსტის info-iec@iec.gov.ge საშუალებით;
  3. საინფორმაციო ხაზზე დაკავშირებით   032 2 97 01 97 ;

დამატებით, საინფორმაციო შეხვედრები იმართება საკონკურსო პერიოდებში. დეტალური ინფორმაცია ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე: www.iec.gov.ge განცხადების ფორმით.

 

 

 

სამსახურის შესახებ ცნობა  ნიმუში

სამსახურის შესახებ ცნობა (ინგლისურ ენაზე) – ნიმუში

ჯამური ქულის შაბლონი – ნიმუში

 

 

«დეკემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345