სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრში 2017-2018 სასწავლო წლისთვის სამაგისტრო, სადოქტორო და სახელოვნებო სასტიპენდიო პროგრამებზე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა. კონკურსის ფარგლებში საქართველოს 500-მდე მოქალაქემ გააკეთა განაცხადი.
შეხვედრაზე დამსწრე პირებს საშუალება ეძლევათ დასვან ნებისმიერი კითხვა სააპლიკაციო პროცესთან დაკავშირებით, მიიღონ კვალიფიკაციური პასუხები და რჩევები.
განათლების საერთაშორისო ცენტრში 2017-18 სასწავლო წლის სასტიპენდიო პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება 29 და 31 მაისს, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე ( მის.ი.ჭავჭავაძის გამზირი, 7).
განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2017-2018 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო. კონკურსი გამოცხადდა სამაგისტრო, სადოქტორო და სახელოვნებო სასტიპენდიო პროგრამებზე.
5 მაისს, 12:00 საათზე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო პროგრამის –,, სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) 2017-2018“ – კონკურსის გრანტზე ნომინირებულ კონკურსანტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.