განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2017-2018 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო. კონკურსი გამოცხადდა სამაგისტრო, სადოქტორო და სახელოვნებო სასტიპენდიო პროგრამებზე.
5 მაისს, 12:00 საათზე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო პროგრამის –,, სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) 2017-2018“ – კონკურსის გრანტზე ნომინირებულ კონკურსანტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2017-2018 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო. კონკურსი გამოცხადდა სამაგისტრო, სადოქტორო და სახელოვნებო სასტიპენდიო პროგრამებზე.
სასტიპენდიო პროგრამის „საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2017-2018“ მიზანია საქართველოს მოქალაქეებისათვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის უცხოეთის უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებაში ამ პროგრამით პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულებების სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება.
სასტიპენდიო პროგრამის „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება.