სიახლეები
16 მაისს, განათლების საერთაშორისო ცენტრში, ცენტრის კურსდამთავრებულებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი შეხვდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების საერთაშორისო ცენტრი 2018 სასწავლო წლისთვის აცხადებენ კონკურსს უნგრელი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის.
განათლების საერთაშორისო ცენტის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჭელიძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოქიმიის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვილიამ ტონგმა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ვოლტერ ოშელიმ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერს ხელი.
ა.შ.შ.-ის საელჩო საქართველოში აცხადებს საბუთების მიღებას 2019-2020 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე (2019-20 Fulbright Graduate Student Program). სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ა.შ.შ.-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა დისციპლინაში, მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში.
27-29 აპრილს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით სასტიპენდიო პროგრამების კომისიის წევრებთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებთან და ცენტრის თანამშრომლებთან გასვლითი სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებულის პროექტის ფარგლებში, შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებული პროექტის - „პირუტყვის სეზონური გადაადგილების სივრცითი კონფლიქტები და პოტენციალი“ ავტორებმა დიზაინ ინსტიტუტში შემაჯამებელი გამოფენა გამართეს.