სიახლეები
რეგიონებში განათლების ინტერნაციონალიზაციის გაძლიერების მიზნით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს ადგილობრიც თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ახალი ქვეპროგრამის „უცხოეთში განათლების მიღების ხელშეწყობა რეგიონების განვითარებისთვის 2024-25“ პრეზენტაცია გაიმართა.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს საქართველოში იტალიის ახალი ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე ეწვივნენ.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, 17 სტუდენტს, რომლებიც უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამის - „Stipendium Hungaricum”-ის ფარგლებში უნგრეთის უნივერსიტეტებში სწავლობენ და მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან, საქართველოს მხრიდან წამახალისებელი სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭათ. წლიური სახელმწიფო სასწავლო გრანტი 2500 ევროს შეადგენს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა, სტიპენდიანტთა მხარდაჭერის მიზნით, პიროვნული განვითარების, პროფორიენტაციისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ცენტრებთან თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.
განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებისთვის დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა.