სიახლე

სასტიპენდიო შესარჩევი კომისიების გასვლითი სამუშაო შეხვედრა
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

სასტიპენდიო შესარჩევი კომისიების გასვლითი სამუშაო შეხვედრა

1-3 მარტს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით სასტიპენდიო პროგრამების კომისიის წევრების, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებისა და ცენტრის თანამშრომლების ერთობლივი გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მოსამზადებელი შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო:  კომისიის სამუშაო პრინციპებზე, ვადებსა  და მიზნებზე შეთანხმება კონკრეტული პროგრამის/ების ფარგლებში.

სამუშაო შეხვედრა ითვალისწინებდა ცენტრისა და კომისიების  მიერ სასტიპენდიო კონკურსებისთვის პროგრამული ციკლის ცვლილების, შესარჩევი პარამეტრების, კვოტირებისა და დაფინანსების ოდენობის,  მიმართულებების/პროგრამების, შერჩევის სამუშაო/გასაუბრების განრიგის ფორმატზე შეთანხმებას. ამავდროულად, მოხდა გასული წლების სამუშაო პროცესის განხილვა/გაცნობა კომისიის ახალი წევრებისთვის და კომისიების თავმჯდომარეების კანდიდატურებზე შეთანხმება.

ორდღიანი სემინარის მსვლელობისას განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჭელიძემ კომისიის წევრებს გააცნო შემდეგი საკითხები: განათლების საერთაშორისო ცენტრის ინტერნაციონალიზაციის  მექანიზმები, პროგრამების ახალი ციკლი, შეფასების  პროცესი და პროცედურები, კომისიური მუშაობის წესი, შერჩევის კრიტერიუმები და ახალი მიდგომები; ასევე კომისიის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია 2019 წლის უკვე დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამების შესახებ. სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს ცენტრის კურსდამთავრებულებთა ასოციაციის საქმიანობის, უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების შესახებაც.

წინა სიახლე საინფორმაციო შეხვედრები
Next Article ონლაინ-კონსულტაცია სასტიპენდიო პროგრამებით დაინტერესებულთათვის
Print
16306 Rate this article:
No rating

x
«ივლისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910
«ივლისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო - „აკადემიური პალმის ორდენი“ გადაეცა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო - „აკადემიური პალმის ორდენი“ გადაეცა

საფრანგეთის საელჩომ თბილისში „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში - France Excellence 2025-2026”-ის სტიპენდიანტებს უმასპინძლა.

Read more
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910