სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში „Stipendium Hungaricum“ 2023-2024 (დასრულებულია)

პროგრამის აღწერა/მიზნები და ამოცანები

 

უნგრეთის მთავრობის სტიპენდია “Stipendium Hungaricum”  დაარსდა  2013 წელს უნგრეთის მთავრობის მიერ. პროგრამის მიზანია უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდა უნგრეთში, უნგრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წახალისება და საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანა საუკეთესო უცხოელი სტუდენტების მოსაზიდად.

პროგრამა დაფუძნებულია უნგრეთისა და გამგზავნი ქვეყნების განათლების სფეროზე პასუხისმგებელ სამინისტროებს ან ცალკეულ ინსტიტუტებს შორის გაფორმებულ ორმხრივ საგანმანათლებლო  შეთანხმებებზე.

საქართველოსთვის, როგორც პარტნიორი მხარისათვის, პროგრამის განხორციელების საფუძველია „Stipendium Hungaricum” პროგრამის ფარგლებში 2021-2023 წლებისთვის თანამშრომლობის თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის 2020 წლის 6 ივლისს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი (შემდგომში - ურთიერთგაგების მემორანდუმი).

საქართველოს ყველა მოქალაქეს ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელს, აქვს თანაბარი უფლება ისარგებლოს სასტიპენდიო პროგრამით - „სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში - Stipendium Hungaricum” 2023-2024, ამავე პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკურ ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, ქონებრივი მდგომარეობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა.

ურთიერთგაგების მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს 80 მოქალაქის დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შემდეგ აკადემიურ საფეხურებზე:

  • ბაკალავრიატი - არაუმეტეს 30;
  • მაგისტრატურა - არაუმეტეს 30;
  • დოქტორანტურა - არაუმეტეს 10;
  • ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურა (OTM) - არაუმეტეს 5;
  • ტრენინგ კურსები 3-10 თვის ხანგრძლივობის - 5.

 

სასწავლო პროგრამის პირველ წელს სტიპენდიატებმა (გარდა დოქტორანტებისა) უნდა გაიარონ მიმღები უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული  უნგრული ენის შემსწავლელი კურსი „Hungarian as foreign language” და ჩააბარონ გამოცდა მეორე სემესტრის დასრულებისას.  ეს წესი არ ეხებათ უნგრულ ენოვან პროგრამაზე ჩარიცხულ სტიპენდიატებს.

 

 

 

პრიორიტეტული მიმართულებები/სპეციალობები

 

ინფორმაცია უნივერსიტეტების/აკადემიური პროგრამების, კოორდინატორების, სტიპენდიასთან დაკავშირებული ვალდებულებების, ვადების/პროცედურების/წესების და ყველა სიახლის შესახებ განთავსებულია შემდეგ ვებგვერდზე: https://stipendiumhungaricum.hu

პროგრამას ახორციელებენ უნგრეთის მხრიდან - ტემპუსისსაზოგადოებრივიფონდი და საქართველოს მხრიდან- სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი.

 

 

 

სააპლიკაციო პროცედურა

 

ელექტრონული განაცხადის შევსება და დოკუმენტაციის ატვირთვა წარმოებს  ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებგვერდზე https://stipendiumhungaricum.hu/apply/ და სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე https://app.iec.gov.ge

ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებგვერდზე რეგისტრაციის და განაცხადის შევსების პარალელურად, კონკურსანტი უნდა დარეგისტრირდეს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე და დადგენილ ვადაში, შესაბამის ველში უნდა ატვირთოს ამ პროგრამით განსაზღვრული დოკუმენტები.

 

 

საკონკურსო მოთხოვნები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

საკონკურსო მოთხოვნებისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებგვერდზე:

 

  • - საბაკალავრო, სამაგისტრო, ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამებით და ტრენინგ კურსებით დაინტერესებულთათვის:

https://stipendiumhungaricum.hu/uploads/2020/03/BA_MA_OTM_Call_for_Applications_2023_2024.pdf

 

(!) სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე ელექტრონული განაცხადში კონკურსანტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს:

  1. სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისიის სახელზე შექმნილი სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე შედგენილი).
  2. CV/რეზიუმე (ინგლისურ ენაზე შედგენილი).
  3. არსებობის შემთხვევაში: სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის ან/და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქართულ ენაზე შედგენილი დოკუმენტი ატვირთული უნდა იქნეს ინგლისურ ენაზე სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად).

 

ელექტრონული განაცხადი სრულყოფილად უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებგვერდზე, ასევე, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე. არასრული განაცხადები არ განიხილება (არასრულ აპლიკაციად არ განიხილება ობიექტური გარემოებებით ზოგიერთი დოკუმენტის სააპლიკაციო ვადის ამოწურვის შემდგომ წარმოდგენა).

ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციის შევსება, დოკუმენტის ატვირთვა, დამახსოვრება, რედაქტირება შესაძლებელია განაცხადის გადმოგზავნამდე, საკონკურსო ვადის ფარგლებში.

განაცხადი წარმოდგენილად ითვლება კონკურსანტის მიერ საკონკურსო ვადის დაცვით ელექტრონულ სისტემაში გადმოგზავნის შემდგომ. გადმოგზავნის ღილაკზე დაჭერის შემდეგ, კონკურსანტი ვეღარ შეძლებს განაცხადის რედაქტირებას.

 

 

 

საკონკურსო ვადები

 

ელექტრონული განაცხადის წარმოდგენა წარმოებს: 

  • ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებგვერდზე - 15 ნოემბერი, 2022 – 16 იანვარი, 2023, ცენტრალური ევროპული დროით 14:00 საათამდე, ადგილობრივი/თბილისის დროით 16 იანვრის 17:00 საათამდე.
  •  
  • სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე - 15 ნოემბერი, 2022 – 16 იანვარი, 2023 ცენტრალური ევროპული დროით 14:00 საათამდე, ადგილობრივი/თბილისის დროით 16 იანვრის 17:00 საათამდე.
  •  

კონკურსთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ვადები და ეტაპები დეტალურად განთავსებულია: https://stipendiumhungaricum.hu/apply/

  •  

 

საერთაშორისო საკონკურსო კომისია. საკონკურსო შეფასების პროცესი
 

ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ელექტრონულ სააპლიკაციო სისტემაში  წარმატებით ატვირთული აპლიკაციების შესახებ ინფორმაცია, სტიპენდიაზე ნომინირების მიზნით, განხილვისა და წინასწარი შერჩევისთვის გადაეცემა სსიპ - განათლების საერთაშორისო  ცენტრს.

კონკურსში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ მხოლოდ ის კონკურსანტები, რომლებიც  დარეგისტრირებულნი იქნებიან ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის, ასევე, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე. არასრული განაცხადი არ განიხილება.

ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის მიერ ფორმალური შეფასების შედეგების შესახებ  წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი და შესაბამისი საკონკურსო კომისია, სამეტაპიანი კონკურსის ფარგლებში განიხილავს განაცხადებს.

სტიპენდიაზე ნომინირების მიზნით, საკონკურსო განაცხადებს განიხილავს და აფასებს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის საერთაშორისო საკონკურსო კომისია. კომისიის შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი მტკიცდება  სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით.

  1. პირველი ეტაპი - სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე წარმოდგენილი განაცხადების ფორმალური/ადმინისტრაციული შეფასება. აწარმოებს ცენტრის აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების სამსახური.
  2. მეორე ეტაპი - განაცხადების შინაარსობრივი შეფასება საერთაშორისო საკონკურსო კომისიის მიერ.
  3. მესამე ეტაპი - გასაუბრება საერთაშორისო საკონკურსო კომისიასთან. 

ცენტრის მიერ კონკურსის საფუძველზე ნომინირებული კონკურსანტების საბოლოო შესარჩევ პროცედურას ახორციელებენ ტემპუსი და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.

სტიპენდიაზე ნომინირებული კონკურსანტების  სია წარედგინება ტემპუსის საზოგადოებრივ ფონდს და მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. შესაძლოა ზოგიერთი უნივერსიტეტის/უმაღლესი სკოლის ჩარიხვის პროცედურები ითვალისწინებდეს დამატებით გამოცდას/ინტერვიუს სტიპენდიაზე ნომინირებული კონკურსანტებისთვის.

საბოლოო გადაწყვეტილებას სტიპენდიაზე ნომინირებული კონკურსანტები გაეცნობიან 2023 წლის ივნისის ბოლოს. კონკურსანტებმა სასტიპენდიო წლის 1 აგვისტომდე უნდა განაცხადონ თანხმობა/უარი  სტიპენდიის მიღებაზე ტემპუსის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

ცენტრსა და გამარჯვებულ კონკურსანტს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება.

 

 

დაფინანსების შესახებ

 

კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, სტიპენდიატები უფასოდ ისწავლიან   უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 

სტიპენდიატები ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდისგან მიიღებენ სტიპენდიას შემდეგი ოდენობით:

ბაკალავრიატიმაგისტრატურაინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურა - სტიპენდიის ყოველთვიური ოდენობა შეადგენს 43 700 ფორინტს (დაახლოებით 120 ევრო). საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურება ხდება წელიწადში 12 თვე და გრძელდება სწავლის სრული კურსის დამთავრებამდე.

დოქტორანტურა - სტიპენდიის ყოველთვიური ოდენობა შეადგენს 140 000 ფორინტს (დაახლოებით 390 ევრო) სწავლების პირველი ეტაპისთვის (ოთხი სემესტრი) და 180 000 ფორინტს (დაახლოებით 500 ევრო) მეორე ეტაპისთვის (ოთხი სემესტრი). საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურება ხდება წელიწადში 12 თვე და გრძელდება სწავლის სრული კურსის დამთავრებამდე. 

სტიპენდიატები აგრეთვე უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლით და სამედიცნო დაზღვევით:

საცხოვრებელი - სტიპენდიატები უზრუნველყოფილნი იქნებიან საერთო საცხოვრებლით ან გამოეყოფათ საცხოვრებელი ფართის ქირის ასანაზღაურებელი ხარჯი 40 000 ფორინტი (დაახლოებით 111.7 ევრო) სწავლის სრული ხანგრძლივობის პერიოდისთვის. 

სამედიცინო დაზღვევა: სტიპენდიატებს სამედიცინო მომსახურება გაეწევათ უნგრული კანონმდებლობისა (აქტი N80, 1997, ეროვნული ჯანმრთელობის დაზღვევის ბარათი) და დამატებითი სამედიცინო დაზღვევის შესაბამისად 100 000 ფორინტი (დაახლოებით 280 ევრო).

 

 

 

იხილეთ ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის მოხმარების წესი 

ბრძანება

ხშირად დასმული კითხვები

 

 

 

«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021
კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებულის პროექტის ფარგლებში, შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა

კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებულის პროექტის ფარგლებში, შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებული პროექტის - „პირუტყვის სეზონური გადაადგილების სივრცითი კონფლიქტები და პოტენციალი“ ავტორებმა დიზაინ ინსტიტუტში შემაჯამებელი გამოფენა გამართეს.

Read more
222324
2526272829301
2345678