ევროპული სამართლისა და მმართველობის სკოლის (ELGS) პროგრამები

 

 

ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცია (EPLO) საქართველოს მოქალაქეებს ექსკლუზიურად სთავაზობს სტიპენდიას ევროპის სამართლისა და მმართველობის უნივერსიტეტში (European Law and Governance School – ELGS), საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე.

 

პროგრამა განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ ევროპის სამართლისა და მმართველობის უნივერსიტეტში (სათაო ოფისით ქ. რომში და კამპუსებით რომში, ათენსა და კაშკაისში (პორტუგალია)), ინგლისურ ენაზე, ევროპული დიპლომის მიღება შემდეგ დისციპლინებში:

- ევროპული სამართალი (European Law - საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო),

- ევროპული მმართველობა (European Governance - საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო),

- საერთაშორისო ეკონომიკური სამართალი (International Economic Law - სამაგასტრო)

- გლობალური კანონის უზენაესობა და დემოკრატია (Global Rule of Law and Democracy - სამაგისტრო)

 

ELGS-ის დიპლომები ქართული მხარის მიერ ავტომატურად აღიარებულია საქართველოს მთავრობასა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორისშეთანხმების საფუძველზე (https://matsne.gov.ge/document/view/6289551?publication=0)

 

ELGS-ი გთავაზობთ:

  • - სამართლისა და მმართველობის სფეროებში სპეციალიზებულ ინგლისურენოვან პროგრამებს
  • - მაღალკვალიფიციურ ევროპულ აკადემიურ პერსონალს
  • - ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ფართო სამეცნიერო-საგანმანათლებლო ქსელით სარგებლობის შესაძლებლობას
  • - პირდაპირ კავშირებს ევროპის მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებთან, მოქმედ ევროპელ მოსამართლეებთან, საერთშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ცნობილ ევროპელ მეცნიერ-მკვლევარებთან
  • - ევროპულ სამეცნიერო, სამთავრობო და არასამთავრობო, იურიდიულ და სამოსამართლეო წრეეებთან თანამშრომლობის პერსპექტივას

 

დაინტერესებულმა პირებმა სტიპენდიისათვის განაცხადი უნდა გააკეთონ შემდეგ ვებ-გვერდზე:  https://www.elgs.eu/application-forms/
განაცხადის შევსებისას აუცილებელია აღინიშნოს, რომ განაცხადი სრულდება "Embassy scholarship offer" ფარგლებში.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ELGS-ს (https://www.elgs.eu/), ან info@eplo.int

 

 

 

 

«აგვისტო 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567