სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2020-2021

მიზნები და ამოცანები

 

სასტიპენდიო პროგრამა „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2020-2021“ წარმოადგენს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამას, რომლის საფუძველია სსიპ -განათლების საერთაშორისო ცენტრსა  და კამპუსს ფრანსს შორის 2019 წლის 5 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ.

 

ხელშეკრულების შესაბამისად, მხარეები 10 თვის განმავლობაში დახმარებას გაუწევენ საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს, რომლებიც სამაგისტრო პროგრამებზე ჩაირიცხებიან საფრანგეთის რომელიმე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. პროგრამა მოიცავს სტუდენტების საფრანგეთში საცხოვრებელი ხარჯების თანადაფინანსებას საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან ერთად.

 

კამპუს ფრანსი არის საფრანგეთის საგარეო საქმეთა და უმაღლესი განათლების და სამეცნიერო კვლევის სამინისტროების მეურვეობის ქვეშ. მას მჭიდრო ურთიერთობა აქვს უმაღლესი სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის სამყაროსთან ფორუმ კამპუს ფრანსის მეშვეობით, რომლის წევრიცაა დაახლოებით 320 უნივერსიტეტი, მენეჯმენტის სკოლა, საინჟინრო სკოლა, ენის სკოლა, ხელოვნებისა და არქიტექტურის სკოლა.

კამპუს ფრანსი ეყრდნობა 7 დელეგაციისაგან შემდგარ ეროვნულ ქსელს ძირითადად საუნივერსიტეტო ქალაქებში და საფრანგეთის ფარგლებს გარეთ მდებარე კამპუს ფრანსის 260 ბიუროსა და წარმომადგენლობისგან შემდგარ საერთაშორისო ქსელს 126 ქვეყანაში.

 

საფრანგეთის საელჩოს საქართველოში საკუთარი წვლილი შეაქვს სასტიპენდიო პროგრამაში და პარტნიორთან ერთად შერჩეულ სტუდენტებს ანიჭებს საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიას. კამპუს ფრანსი ადმინისტრირებას უწევს საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიას კანონდებლობის და 2018-2020 ჩარჩო ხელშეკრულების მიხედვით, რომელსაც ხელი მოეწერა საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან 22/12/2017 წელს.

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წვლილის ადმინისტრირება ხდება კამპუს ფრანსის მიერ.  კამპუს ფრანსი სტუდენტებს ანიჭებს საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიატის სტატუსს და უწევს გრანტით გათვალისწინებულ მომსახურებას, კერძოდ:

·         სავიზო მოსაკრებლისგან გათავისუფლება;

·         უნივერისტეტში ჩაწერის გადასახადისაგან გათავისუფლება, რაც მაგისტრატურის საფეხურზე  3770 (სამი ათას შვიდას სამოცდაათი) ევროს წარმოადგენს, გარდა სპეციფიკური ხარჯებისა;

·         უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურისგან გათავისუფლება 2019 წლის რეგულაციით დადგენილი მაქსიმუმის მიხედვით 5000 (ხუთი ათასი) ევროს ფარგლებში;

·         ხელმისაწვდომობის ფარგლებში ოთახი სტუდენტურ საცხოვრებელში;

·         დამატებითი სოციალური დაზღვევა, სადაზღვევო კომპანიაში ჩაწერის ხარჯების ანაზღაურება საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი მაქსიმუმის - 264 (ორას სამოცდაოთხი) ევროს ფარგლებში.

 

სტუდენტის მიერ მიღებული ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს 767 (შვიდას სამოცდაშვიდი) ევროს: აქედან ცენტრის დაფინანსებთ (551 (ხუთას ორმოცდათერთმეტი) ევრო, ხოლო 216 (ორას თექვსმეტი) ევრო საქართველოში საფრანგეთის საელჩოს დაფინანსებით. სწავლის მე-10  თვის სტიპენდია სრულად - 767 (შვიდას სამოცდაშვიდი) ევრო) გაიცემა ცენტრის მიერ.

 

პროგრამის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს, შესაძლებლობა მიეცემათ მოიპოვონ სტიპენდია საფრანგეთში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მისაღებად, როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზე. სტიპენდია გაიცემა სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ ღია კონკურსში გამარჯვების საფუძველზე. გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში შექმნილი საერთაშორისო საკონკურსო კომისია.

 

კონკურსში გამარჯვებული პირი დამოუკიდებლად აწარმოებს ჩარიცხვის პროცედურებს საფრანგეთში, მისთვის სასურველ უნივერსიტეტში/-ებში პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულების/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე. პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ პრიორიტეტულად განსაზღვრულ მიმართულების/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისათვის.

 

·         სტუდენტს, რომელიც უკვე სარგებლოს Erasmus+ სტიპენდიით, არ შეუძლია განაცხადი გააკეთოს ამ თანადაფინანსებულ პროგრამაზე,  ვინაიდან,  ერთსა და იმავე სტუდენტს  უფლება არ აქვს  ისარგებლოს პარტნიორის და საფრანგეთის საელჩოს თანადაფინანსებული პროგრამით და აკუმულირება მოახდინოს სხვა ევროპული თუ ეროვნული დაფინანსების პროგრამებისა.

·         საფრანგეთში და საფრანგეთის ფარგლებს გარეთ სტაჟირების დროს,  იმ შემთხვევაში თუ სტაჟირება განსაზღვრულია სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას მხოლოდ აუცილებელი სტაჟირების პერიოდში, რომელიც დადგენილია ფრანგული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ  პროგრამის კურიკულუმით.

·         სტუდენტები ვერ ისარგებლებენ საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიით საფრანგეთის ფარგლებს გარეთ არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შემთხვევაში.

·         დაფინანსებულ პირს ამავე ან ცენტრის სხვა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში არ აქვს უფლება მოითხოვოს დაფინანსება საზღვარგარეთ, სამაგისტრო  პროგრამაზე სწავლის მიზნით.

 

სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2020-2021“ მიზანია საშუალება მისცეს საქართველოს მოქალაქეებს, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს, საფრანგეთში სწავლის შედეგად მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული მაგისტრის აკადემიური ხარისხი. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შენარჩუნებულია ცენტრის ერთ-ერთი პრინციპული პირობა - კონკურსანტები დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში უნდა ჩაირიცხონ მხოლოდ პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე/სპეციალობებზე.

 

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიზნების შესაბამისად სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2020-2021“ ამოცანაა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებისთვის საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობა და მიღებული ცოდნის რეალიზებით  ქვეყნის მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსის ზრდა. აღნიშნული მიზნით, სწავლის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულები დაბრუნდებიან და დასაქმდებიან საქართველოში შესაბამის სფეროში. ასევე, ცენტრის მიერ შეთავაზების შემთხვევაში ითანამშრომლებენ საქართველოს  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

 

 

სასტიპენდიო პროგრამა  ასევე ემსახურება ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის  გაზრდის საშუალებით.  

 

 

 

მიმართულებები/სპეციალობები

 

სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2020-2021“ კონკურსანტი გამარჯვების შემთხვევაში უნდა ჩაირიცხოს საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების სამაგისტრო პროგრამაზე აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში მხოლოდ პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებაზე/სპეციალობაზე.

სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2020-2021“ ფარგლებში 2020-2021 სასწავლო წლისათვის პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი პროგრამული მიმართულებები/დარგთაშორისი მიმართულებები/სპეციალობები:

·         აგრარული მეცნიერებანი;

·         განათლება;

·         ინჟინერია;

·         მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;

·         სოციალური მეცნიერებები;

·         ჰუმანიტარული მეცნიერებანი;

·         სამართალი;

·         არქიტექტურა;

·         საჯარო მმართველობა;

·         მენეჯმენტი.

 

 

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მხოლოდ სწავლება-სწავლის სრული დატვირთვის რეჟიმის მქონე სამაგისტრო აკადემიური პროგრამები, რაც გამორიცხავს სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის რეჟიმის მქონე, ელექტრონული ფორმის, დისტანციური, ე.წ. “Executive”, სამაგისტრო პროგრამების დაფინანსებას.

 

 

სააპლიკაციო პროცედურა / საკონკურსო მოთხოვნები

 

სასტიპენდიო პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ 30 წლის ჩათვლით ასაკის  საქართველოს მოქალაქეები, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელები, რომელებსაც მოპოვებული აქვთ ბაკალავრის/შემდგომი აკადემიური ხარისხი, ან  სწავლობენ საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე, ან სწავლობენ საფრანგეთში: ა) სამაგისტრო პროგრამა მასტერ 1-ზე და სურთ მასტერ 2-ზე სწავლის დაფინანსების მოპოვება; ბ) ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამის პირველ კურსზე და სურთ მომდევნო აკადემიური წლისათვის სწავლის დაფინანსების მოპოვება პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში.

აღნიშნულ პირებს აქვთ თანაბარი უფლება ისარგებლონ  სასტიპენდიო პროგრამით განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა, ამ სასტიპენდიო პროგრამით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.

დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით.

პროგრამა ხორციელდება ღია კონკურსის გამოცხადების გზით. საკონკურსო/სააპლიკაციო პროცესი:

·         სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ სასტიპენდიო პროგრამის დამტკიცება და კონკურსის გამოცხადება;

·         საკონკურსო ვადაში დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული განაცხადის (შემდგომში, განაცხადი) შევსება და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.iec.gov.ge ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში. არასრული განაცხადი არ განიხილება. საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს განაცხადის რედაქტირებას.
ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემა კონკურსანტს საშუალებას აძლევს განაცხადი ეტაპობრივად შეავსოს ან/და შეცვალოს საკონკურსო ვადის ამოწურვამდე. განაცხადი რედაქტირების შემდეგ ხელახლა უნდა გადმოიგზავნოს საკონკურსო ვადის ამოწურვამდე.
განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად და სრულყოფილად წარმოდგენის კონტროლი კონკურსანტის ვალდებულებაა. არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.  ყველა დოკუმენტის ატვირთვა სავალდებულოა, მათ შორის პროგრამით დადგენილი სპეციფიკის გათვალისწინებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დოკუმენტთან მითითებულია - არსებობის შემთხვევაში.

განაცხადის შევსების დროს ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტს შეუძლია მიმართოს ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფს - http://iec.gov.ge/4166.

·         საკონკურსო ვადის ამოწურვის შემდეგ საერთაშორისო საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტების შეფასების გზით  გამარჯვებულების გამოვლენა;

·         კონკურსანტების ინფორმირება კონკურსის ყველა ეტაპის შედეგის შესახებ ხდება მათ მიერ წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისი გვერდის (შედეგები) მეშვეობით.  
ცენტრი კონკურსანტებთან კომუნიკაციის მიზნით იყენებს  განაცხადში მითითებულ ელ. ფოსტის მისამართს;

·         გამარჯვებულ კონკურსანტებთან გრანტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება და ფინანსური უზრუნველყოფა;

·         ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად კონსულტაციებს ერთობლივად ან ცალ-ცალკე გამართავენ სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საფრანგეთის საელჩოს წარომადგენლები საქართველოში.

 

 საკონკურსო მოთხოვნები

 

·         საქართველოს მოქალაქე, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი;

·         ასაკი არ აღემატება  30 წელს;

·         მოპოვებული აქვს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიური ხარისხი,  

·         ან სწავლობს საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე,

·         ან სწავლობს საფრანგეთში:

-         სამაგისტრო პროგრამა მასტერ 1-ზე და ითხოვს საფრანგეთში მასტერ 2-ზე სწავლის დაფინანსებას;

-         ან ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამის პირველ კურსზე და ითხოვს მომდევნო აკადემიური წლისათვის სწავლის დაფინანსებას პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში.

·         გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით: GPA­-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0,  ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი,  ან საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქმედი (ოცქულიანი) შეფასების სისტემის მიხედვით მინიმუმ 12 ქულა 20 ქულიდან,  ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში;

·         ფლობს ფრანგულ ენას (მინიმუმ DELF - B2, TCF – B2),  ან ინგლისურ ენას (მინიმუმ TOEFL – 79, IELTS – 6,5).

 

 წარმოსადგენი დოკუმენტები

 

·         პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრა­ლური მოწმო­ბის/ნეიტრალური სამგ­ზავ­რო დოკუმენტის ასლი;

·         CV - ორ ენაზე ( ქართულ - ფრანგული ან ქართულ - ინგლისური);

·         სამოტივაციო წერილი - ორ ენაზე (ქართულ - ფრანგული ან ქართულ - ინგლისური).

·         ერთი  რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება კონკურსანტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარისა და ტექსტური ველის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ მითითებული  რეკომენდატორის ელფოსტაზე);

·         ფრანგული/ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი (DELF, TCF (TCF DAP - არ მიიღება), TOEFL, IELTS);

-         ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენისგან თავისუფლდება კონკურსანტი, რომელიც წარმოადგენს  საქართველოში ან საზღვარგარეთ ფრანგულენოვან აკადემიურ პროგრამაზე მინიმუმ ერთი აკადემიური წლის ხანგრძლივობით სწავლის დამადასტურებელ დოკუმენტს;

-         ფრანგული/ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენისგან თავისუფლდება კონკურსანტი, რომელიც წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ კონკურსანტი საფრანგეთის შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თავისუფლდება ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის წარდგენის ვალდებულებისგან.

·         ბაკალავრის ან/და შემდგომი აკადემიური ხარისხის დიპლომი, დიპლომის დანართი/შეფასების ფურცელი. დიპლომის დროებით  არქონის შემთხვევაში, ცნობა  აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ და ნიშნების ფურცელი (GPA­-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0,  ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ „ძალიან კარგი,“ ან საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქმედი (ოცქულიანი) შეფასების სისტემის მიხედვით მინიმუმ 12 ქულა 20 ქულიდან,  ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში);

·         განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში, ცნობა სასწავლებლიდან მიღებული აკადემიური შეფასების ამ პროგრამაში მითითებულ რომელიმე შეფასების სისტემასთან შესაბამისობის დადგენის შესახებ.

საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტმა  დამატებით უნდა წარმოადგინოს:

·         შეფასების ფურცელი ყველა განვლილი სემესტრის საბოლოო წლიური/სემესტრული ქულების მითითებით ცალ-ცალკე ან ჯამურად (GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0,  ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქმედი (ოცქულიანი) შეფასების სისტემის მიხედვით მინიმუმ 12 ქულა 20 ქულიდან, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში).

·         განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში ცნობა სასწავლებლიდან მიღებული აკადემიური შეფასების ამ პროგრამაში მითითებულ რომელიმე შეფასების სისტემასთან შესაბამისობის დადგენის შესახებ;

·         ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ.

საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამა მასტერ 2-ზე/ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის პროგრამის მეორე კურსზე სწავლის დაფინანსების მოთხოვნის მსურველმა დამატებით უნდა წარმოადგინოს:

·         მასტერ 1-ის დიპლომი/სტუდენტის სტატუსის შესახებ ცნობა და შეფასების ფურცელი/პირველი აკადემიური წლის შეფასების ფურცელი (GPA-­ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0,  ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქმედი (ოცქულიანი) შეფასების სისტემის მიხედვით მინიმუმ 12 ქულა 20 ქულიდან, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში);

·         მასტერ 1-ის/პირველი აკადემიური წლის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტმა განვლილი სემესტრის შეფასების ფურცელი (GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0,  ან ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქმედი (ოცქულიანი) შეფასების სისტემის მიხედვით მინიმუმ 12 ქულა 20 ქულიდან, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში) და ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

·         საკონკურსო ვადაში აღნიშნული შედეგის არ არსებობის შემთხვევაში შესაბამისი გარემოების დამადასტურებელი  ოფიციალური დოკუმენტი. კონკურსანტი განხილულ იქნება უკვე მოპოვებული ბაკალავრის ან/და შემდგომი აკადემიური ხარისხის დიპლომის, დიპლომის დანართის/შეფასების ფურცლის საფუძველზე.

 

არსებობის შემთხვევაში:

– სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი/-ები;

– ნაშრომების, კვლევებისა და პუბლიკაციების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე სიგელების/სერტიფიკატების ასლები (აღნიშული დოკუმენტაციის ასლები შეიძლება წარმოდგენილ იქნას მხოლოდ გასაუბრების ეტაპზე);

   – სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის/საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).

   – კონკურსანტს შეუძლია წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე შედგენილი დოკუმენტი, გარდა იმ დოკუმენტებისა, რომლებიც წარმოდგენილი უნდა იქნეს 2 ენაზე. ქართულ ენაზე შედგენილი დოკუმენტი განიხილება მხოლოდ ინგლისურ/ფრანგულ ენაზე სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, ხოლო ფრანგულ ენაზე შედგენილი დოკუმენტი განიხილება მხოლოდ ქართულ ენაზე სანოტარო წესით დამოწმებულ თანგრმანთან ერთად.

 

საკონკურსო ვადები

 

საკონკურსო განაცხადების მიღების ვადა - 2020 წლის 3 თებერვლიდან 2020 წლის 3 მარტის

ჩათვლით (18:00 სთ-მდე თბილისის დროით).

 

კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნების ვადა -  2020 წლის 31 მაისამდე.

 

 

საკონკურსო კომისია. საკონკურსო შეფასების პროცესი

 

გამარჯვებულის გამოვლენასთან, კონკურსის ჩატარებასა და დაფინანსებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე  გადაწყვეტილებას იღებს აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამის განხორციელების მიზნით შექმნილი საერთაშორისო საკონკურსო კომისია. კომისიის შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი მტკიცდება  სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით, პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების მხარეებთან შეთანხმებით.

 

საერთაშორისო საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასება ხდება შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

კონკურსი შედგება სამი ეტაპისაგან:

·         პირველი ეტაპი -  განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება.  არასრული განაცხადი არ განიხილება. ცენტრი უფლებამოსილია კონკურსანტს მოსთხოვოს წარმოდგენილი დოკუმენტის დაზუსტება. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას ახორციელებს ცენტრის აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების სამსახური.

·         მეორე ეტაპი - საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის პირველ ეტაპზე წარმატებული კონკურსანტების განაცხადების და თანდართული დოკუმენტაციის  შინაარსობრივი შეფასება. შინაარსობრივი შეფასების საფუძველზე, შესაბამისი ქულის დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნა დადგენილი, კონკურსანტი გადადის კონკურსის მესამე ეტაპზე. მეორე ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა.

·         მესამე ეტაპი - გასაუბრება. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტი იმყოფება საზღვარგარეთ გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად (ელ საკომუნიკაციო საშუალებით). მესამე ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა.

კონკურსის მეორე და მესამე ეტაპზე შეფასება ხდება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და შედეგები არ ჯამდება. შესაბამისად, მეორე ეტაპზე მიღებული შეფასება გავლენას არ ახდენს გასაუბრების ეტაპის შეფასებაზე. შესაბამისად, კონკურსის მეორე ეტაპზე მიღებული შეფასება განსაზღვრავს კონკურსანტის მესამე ეტაპზე გადასვლას, ხოლო მესამე ეტაპზე მიღებული შეფასება - გამარჯვებულად გამოვლენას.

კონკურსანტს კონკურსის პირველ ეტაპზე შეიძლება მიენიჭოს ბონუს ქულა  (მაქსიმუმ 4) შესაბამისი სტატუსის - სოციალურად დაუცველის, შშმ პირის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირის, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის - დადასტურების შემთხვევაში (ერთი სტატუსისთვის - 1 ქულა). ბონუს ქულა/ქულები დაჯამდება მხოლოდ კონკურსის მეორე ეტაპზე მიღებულ შედეგთან.

ცენტრი და საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტე და არასწორი ინფორმაციის მოწოდების ან/და პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მოხსნას აღნიშნული განაცხადი კონკურსიდან.

 

კონკურსანტი პროგრამის სტიპენდიატი ხდება საფრანგეთის შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ პროგრამით დადგენილი პირობებით ჩარიცხვისა და შემდგომ ცენტრთან გრანტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების  შემთხვევაში.

 

 

სტიპენდიის ოდენობა

 

2020-2021 სასწავლო წელს პროგრამის ფარგლებში საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მიზნით გაიცემა 15 სტიპენდია, როგორც 2020-2021 სასწავლო წლისათვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულთა დასაფინანსებლად, ასევე გასულ წელს დაფინანსებულ იმ პირთა მეორე აკადემიური წლის დასაფინანსებლად, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამაზე.

 

იმ შემთხვევაში, თუ ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამაზე დაფინანსებული პირებისთვის განსაზღვრული სტიპენდიების კვოტა არ შეივსება, თავისუფალი სტიპენდია გაიცემა 2020-2021 სასწავლო წლისთვის გამოცხადებული კონკურსის შედეგად სარეზერვო სიაში მყოფ პირზე ამ პროგრამით დადგენილი წესით.

 

 

კონკურსანტის რეზერვის სტატუსის ცვლილების წესი

 

საერთაშორისო საკონკურსო კომისიის მიერ პროგრამის ფარგლებში გამოვლენილი გამარჯვებულის   მიერ სტიპენდიის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში სტიპენდიას მიიღებს სარეზერვო სიაში მყოფი უმაღლესი ქულის მფლობელი კონკურსანტი, რომელიც ვალდებული იქნება ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინოს პროგრამით დადგენილი დოკუმენტები.

რეზერვის სტატუსის ცვლილების საფუძველია, ასევე, გასულ წელს ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამაზე დაფინანსებული პირის მიერ დაფინანსების გაგრძელების საკითხის განხილვის საფუძვლის - შესაბამისი აკადემიური მოსწრების დოკუმენტის წარმოუდგენლობა.

 

რეზერვის სტატუსის ცვლილების შემთხვევაში, სარეზერვო სიაში მყოფი უმაღლესი ქულის მფლობელი კონკურსანტის მიერ ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოუდგენლობა განიხილება როგორც უარი სტიპენდიის მიღებაზე და აღნიშნული კონკურსანტი კარგავს სტიპენდიის მოთხოვნის უფლებას.

 

 

 

სახელშეკრულებო ურთიერთობები

 

ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიის განკარგვის საფუძველია ცენტრსა და დაფინანსებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გრანტის შესახებ. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი და ა.შ.

 

ცენტრი იღებს ვალდებულებას:

კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად განახორციელოს დაფინანსებული პირის ფინანსური უზრუნველყოფა შესაბამისი ოდენობითა და ამ პროგრამით დადგენილი ანგარიშსწორების წესით.

 

დაფინანსებული პირი იღებს ვალდებულებას:

·         სწავლის დასრულების შემდგომ წარმოადგინოს მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი;

·         დაბრუნდეს საქართველოში სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დარჩეს ქვეყანაში 3 წელი და დასაქმდეს საქართველოში, შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში;

·         ცენტრის შეთავაზებით ითანამშრომლოს საქართველოში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან აკადემიური მოღვაწეობის მიზნით.

 

დაფინანსებული პირის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას. სახელშეკრულებო პირობის დარღვევის შემთხვევაში დაფინანსებული პირი ვალდებულია სრულად დააბრუნოს ცენტრისგან გამოყოფილი გრანტის სახით მიღებული თანხა გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. სხვა უფლება-მოვალეობები რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულებით.

 

ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის/ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს:

  1. გამარჯვებული კონკურსანტის მიერ არაპრიორიტეტული მიმართულების/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ წერილის წარმოდგენა.
  2. კონკურსში გამარჯვებული ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტის მიერ ბაკალავრის ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის და შესაბამისი შეფასების ფურცლის, ხოლო საფრანგეთში: ა) მასტერ 1-ის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტის მიერ მასტერ 1-ის ხარისხის მინიჭების დამადასტურებელ დოკუმენტისა და შესაბამისი შეფასების ფურცლის, ბ) ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტის მიერ პირველი კურსის საბოლოო შესაბამისი შეფასების ფურცლის წარმოუდგენლობა.

კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი შეფასების მაჩვენებელი უნდა იყოს  GPA­-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0,   ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქმედი (ოცქულიანი) შეფასების სისტემის მიხედვით მინიმუმ 12 ქულა 20 ქულიდან, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში).

  1. თუ კონკურსში გამარჯვებულის მიმართ არსებობს სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.
  2. თუ არსებობს სხვა ისეთი გარემოება, რომელიც შეუთავსებელია სასტიპენდიო პროგრამასთან.

 

პროგრამის ფარგლებში ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამაზე დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში საერთაშორისო საკონკურსო კომისიის მიერ მომდევნო აკადემიური წლისათვის დაფინანსების განხილვის საფუძველია მაღალი აკადემიური მოსწრება - GPA­-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში 81-90, ან მინიმუმ (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი, ან საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქმედი (ოცქულიანი) შეფასების სისტემის მიხედვით მინიმუმ 12 ქულა 20 ქულიდან, ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში. დამატებითი პირობები შეიძლება დადგინდეს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით.

 

დაფინანსებულ პირს სწავლის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი წლის ვადით შეიძლება მიეცეს საზღვარგარეთ დარჩენის უფლება შესაბამის სფეროში/მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით. უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში იღებს საერთაშორისო საკონკურსო კომისია.

 

აღნიშნული უფლების მოპოვების მიზნით,  დაფინანსებულმა პირმა, სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში, უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება, დასაქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი და დოკუმენტი სწავლის დასრულების ოფიციალური თარიღის მითითებით. აღნიშნული უფლების მინიჭება განიხილება დასაქმების შესახებ ვალდებულების შესრულების გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი პერიოდის ამოწურვისთანავე. სწავლის დასრულებიდან ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ დაფინანსებული პირი კარგავს სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით საზღვარგარეთ დარჩენის უფლების მინიჭების მოთხოვნის უფლებას.

 

 

პროგრამის ფარგლებში სხვა უფლება-მოვალეობები რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულებით.

 

 

 

ანგარიშსწორების წესი, ბიუჯეტი

 

სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2020-2021“ დაფინანსება სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად და 2020-2021 წლის სავარაუდო ბიუჯეტის საფუძველზე უზრუნველყოფილია წინასწარი ანგარიშსწორებით კამპუს ფრანსის ანგარიშზე სხვა ხარჯების მუხლიდან, ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით გადარიცხული თანხით 69 452.71 (სამოცდაცხრა ათას ოთხას ორმოცდათორმეტი და 71 ევროცენტი) ევროს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისათვის დადგენილი ეროვნული ვალუტის კურსის შესაბამისად). აღნიშნული ფინანსური ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილია „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“  საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცენტრისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი 32 04 04).

 

დამატებითი ინფორმაცია
  • ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები გამართავენ საინფორმაციო შეხვედრებს.
  • სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონტაქტო ინფორმაცია:
«თებერვალი 2020»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3
ექვსი სასტიპენდიო პროგრამა საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

ექვსი სასტიპენდიო პროგრამა საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

დღეს, 3 თებერვალს,  განათლების საერთაშორისო ცენტრში, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, 2020-2021 სასწავლო წლისათვის ექვსი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადდა.

  •  
Read more
456789
10111213
საინფორმაციო შეხვედრები

საინფორმაციო შეხვედრები

განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე პროგრამებით დაინტერესებულ კონკურსანტებთან საინფორმაციო შეხვედრები ყოველ ხუთშაბათს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე გაიმართება.

Read more
141516
17181920212223
2425262728291
2345678