განათლების საერთაშორისო ცენტრის, კამპუს ფრანსისა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შორის მემორანდუმის გაფორმების შედეგად გამოცხადებული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო.
განათლების საერთაშორისო ცენტრის, კამპუს ფრანსისა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შორის მემორანდუმის გაფორმების შედეგად გამოცხადებული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ელექტრონული აპლიკაციების მიღება დასრულდა.
განათლების საერთაშორისო ცენტრისა და „ფრანგული ინსტიტუტის“ წარმომადგენლები ახალი სასტიპენდიო კონკურსის - „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017“-ის შესახებ რეგიონულ უნივერსიტეტებში საინფორმაციო შეხვედრებს აწყობენ.
განათლების საერთაშორისო ცენტრი 11 იანვარს ახალ სასტიპენდიო პროგრამას - „სამაგისტრო პროგრამა საფრანგეთში 2016-2017“ აცხადებს. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული საქართველოს ოცამდე მოქალაქის სწავლას საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამებზე საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობები ერთობლივად დააფინანსებენ.
1 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განათლების საერთაშორისო ცენტრს, უმაღლესი განათლებისა და საერთაშორისო მობილობის ფრანგულ სააგენტოს კამპუს ფრანსსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.