განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციამ მცირე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. 16 სექტემბერს, 13:00 საათზე, ცენტრის საკონფერენციო დარბაზში შედგა პროგრამის პრეზენტაცია და საინფორმაციო შეხვედრა სტიპენდიატებთან.
5 აგვისტოს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ამავე ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციას შორის გრანტის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, ცენტრი ასოციაციას გადასცემს საგრანტო თანხას მცირე საგრანტო პროგრამის განსახორციელებლად.
23 ივლისს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანმა, სსიპ-განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ნინო ჭელიძემ, სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან და ცენტრის თანამშრომლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებთან.
განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით მიმდინარე წლის 11-13 ივლისს გუდაურში სტიპედიატთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა.
დასრულდა კონკურსი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ ხუთ სასტიპენდიო პროგრამაზე. განათლების საერთაშორისო ცენტრი ულოცავს გამარჯვებულებს და წარმატებას უსურვებს