სიახლეები
27-29 აპრილს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით სასტიპენდიო პროგრამების კომისიის წევრებთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებთან და ცენტრის თანამშრომლებთან გასვლითი სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე პროგრამებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება 25 აპრილიდან 25 მაისის ჩათვლით ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს 14:00-დან 16:00 საათამდე. მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი 7, მეორე სართული.
24 აპრილს განათლების საერთაშორისო ცენტრში ( ი.ჭავჭავაძის გამზირი 7) საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთათვის სასტიპენდიო პროგრამები გამოცხადდა.
განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2018 წლის დასაწყისში სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში "Stipendium Hungaricum" 2018-2019 და „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2018-2019“ გამოაცხადა.
განახლებადი ენერგეტიკული რესურსების შესახებ მომზადებული კვლევის პრეზენტაცია
31 ივლისს, სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში’’ შედგა კვლევის: „ადგილობრივი განახლებადი ენერგეტიკული რესურსების განვითარების ეკონომიკური გავლენის ანალიზი და მისი როლი ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში“ - პრეზენტაცია.
კონსულტაციები კონკურსანტთა უფლებების დამცველის სამუშაო ჯგუფთან
განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში კონკურსანტთა უფლებების დაცვის, კონკურსის ობიექტურობისა და შედეგების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ყოველწლიურად იქმნება სასტიპენდიო პროგრამების კონკურსანტთა უფლებების დამცველი სამუშაო ჯგუფი.