სიახლეები
20 მარტს განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციისა და მრჩეველთა საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მათთვის, ვინც დაინტერესებულია განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე სასტიპენდიო პროგრამებით, მაგრამ ვერ ახერხებს საინფორმაციო შეხვედრებზე დასწრებას, სატელეფონო და ელექტრონული კონსულტაციის გარდა, შესაძლებელია სასურველი ინფორმაციის LIVE-ჩართვის მეშვეობით მიღება.
1-3 მარტს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით სასტიპენდიო პროგრამების კომისიის წევრების, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებისა და ცენტრის თანამშრომლების ერთობლივი გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე პროგრამებით დაინტერესებულ კონკურსანტებთან საინფორმაციო შეხვედრები ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე გაიმართება.
1 თებერვალს განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2019-2020 სასწავლო წლისათვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა.გამოაცხადა.
სასტიპენდიო პროგრამები ჩეხეთში
ჩეხეთის სახელმწიფო 2022-2023 საწავლო წლისთვის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის (სასწავლო და კვლევითი) სტუდენტებსა და მკვლევრებს (საქართველოს მოქალაქეებს) სთავაზობს მოკლევადიან სტიპენდიებს.
ონლაინ-კონსულტაცია სასტიპენდიო პროგრამებით დაინტერესებულთათვის
9 თებერვალს, განათლების საერთაშორისო ცენტრმა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, სასტიპენდიო კონკურსები გამოაცხადა.