სიახლეები
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრსა და კამპუსს ფრანსს შორის მიმდინარეობს მემორანდუმის განახლება, რომლის საფუძველზე უახლოეს პერიოდში გამოცხადდება სასტიპენდიო პროგრამა „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2023-2024“.
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრმა გამოაცხადა ჩეხეთის სასტიპენდიო პროგრამა.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამებით დაინტერესებულთა საყურადღებოდ: გაცნობებთ, რომ საკონსულტაციო პრაქტიკისა და აპლიკანტთა მიერ გამოხატული ინტერესის საფუძველზე, შემუშავებულია ,,ხშირად დასმული კითხვების’’ წერილობითი დოკუმენტი შესაბამისი პასუხებით.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩინეთის სასტიპენდიო პროგრამით დაინტერსებულთათვის: გახანგრძლივდა განაცხადების მიღების ვადა, კონკურსანტებს დოკუმენტაციის წარმოდგენა შეუძლიათ 2023 წლის 20 იანვრის ჩათვლით.
21 დეკემბერს, 13:00 საათზე, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში ჩაირთვება Facebook-Live ცენტრის სასტიპენდიო პროგრამით დაინტერესებულთათვის.
განახლებადი ენერგეტიკული რესურსების შესახებ მომზადებული კვლევის პრეზენტაცია
31 ივლისს, სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში’’ შედგა კვლევის: „ადგილობრივი განახლებადი ენერგეტიკული რესურსების განვითარების ეკონომიკური გავლენის ანალიზი და მისი როლი ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში“ - პრეზენტაცია.
კონსულტაციები კონკურსანტთა უფლებების დამცველის სამუშაო ჯგუფთან
განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში კონკურსანტთა უფლებების დაცვის, კონკურსის ობიექტურობისა და შედეგების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ყოველწლიურად იქმნება სასტიპენდიო პროგრამების კონკურსანტთა უფლებების დამცველი სამუშაო ჯგუფი.