სიახლეები
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში შედგა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის - ნუნუ მიცკევიჩისა და საქართველოში უნგრეთის ელჩის - ანა მარია შიკოს სამუშაო შეხვედრა რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრებთან.
15 ნოემბრიდან დაიწყო აპლიკაციების მიღება უნგრეთში სასტიპენდიო კონკურსის ფარგლებში, რომელსაც განათლების საერთაშორისო ცენტრი უნგრეთის საელჩოს მხარდაჭერით უწევს ადმინისტრირებას.
დაიწყო განაცხადების მიღება უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამის (Stipendium hungaricum) ფარგლებში, რომელსაც განათლების საერთაშორისო ცენტრი უნგრეთის საელჩოს მხარდაჭერით უწევს ადმინისტრირებას.
28 სექტემბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცენტრალურ დარბაზში სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2022 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა.
2022 წლის 14-16 ივლისს, გუდაურში, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა.
განახლებადი ენერგეტიკული რესურსების შესახებ მომზადებული კვლევის პრეზენტაცია
31 ივლისს, სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში’’ შედგა კვლევის: „ადგილობრივი განახლებადი ენერგეტიკული რესურსების განვითარების ეკონომიკური გავლენის ანალიზი და მისი როლი ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში“ - პრეზენტაცია.
კონსულტაციები კონკურსანტთა უფლებების დამცველის სამუშაო ჯგუფთან
განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში კონკურსანტთა უფლებების დაცვის, კონკურსის ობიექტურობისა და შედეგების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ყოველწლიურად იქმნება სასტიპენდიო პროგრამების კონკურსანტთა უფლებების დამცველი სამუშაო ჯგუფი.