27-29 აპრილს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით სასტიპენდიო პროგრამების კომისიის წევრებთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებთან და ცენტრის თანამშრომლებთან გასვლითი სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე პროგრამებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება 25 აპრილიდან 25 მაისის ჩათვლით ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს 14:00-დან 16:00 საათამდე. მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი 7, მეორე სართული.
24 აპრილს განათლების საერთაშორისო ცენტრში ( ი.ჭავჭავაძის გამზირი 7) საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთათვის სასტიპენდიო პროგრამები გამოცხადდა.
მიმდინარე წლის 8 აპრილიდან 14 აპრილამდე ბუდაპეშტში სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებითა და დაფინანსებით ჩატარდა ტრენინგები უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის თემაზე.
განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2018 წლის დასაწყისში სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში "Stipendium Hungaricum" 2018-2019 და „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2018-2019“ გამოაცხადა.