5 ნოემბერს, 17:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში განათლების საერთაშორისო ცენტრის ადმინისტრაცია აშშ-ის კოლეჯებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა.
განათლების საერთაშორისო ცენტრი „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამას“ იწყებს. პროგრამის საშუალებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, შესაძლებლობა მიეცემათ ერთწლიანი მანდატით გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ ადგილსამყოფელ ქვეყნებში და მოახდინონ მათი თანატოლი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ.
განათლების საერთაშორისო ცენტრში მედია ტრენინგში მონაწილეობის მსურველთა შერჩევა დასრულდა. 25 სექტემბერს „საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების“ პროგრამის ფარგლებში განათლების საერთაშორისო ცენტრმა მედია ტრენინგში მონაწილობის მისაღებად კონკურსი გამოაცხადა.
განათლების საერთაშორისო ცენტრმა მედია ტრენინგში მონაწილეობის მსურველთათვის გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში გასაუბრება გამართა. დაინტერესებულ პირებს განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სარეგისტარციო ფორმის მეშვეობით https://app.iec.gov.ge/ 25 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე შეეძლოთ.
განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდები, რომელთაც სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გაიარეს, საჯარო უწყებებში დასაქმდებიან, - დასაქმების პროგრამის შესახებ ინფორმაცია კურსდამთავრებულებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიაწოდა.