სიახლეები
8 დეკემბერს, 11:00 საათზე, უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამების კონკურსის (,,Stipendium Hungaricum’’) თემაზე ონლაინ-კონფერენცია ჩატარდება.
1 დეკემბერს შედგა საინფორმაციო ონლაინ-შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენელებთან. შეხვედრის თემა იყო უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამების („Stipendium Hungaricum 2021-2022“) კონკურსი, რომელიც საქართველოში განათლების საერთაშორისო ცენტრისა და უნგრეთის საელჩოს პარტნიორობით ხორციელდება.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამების - „Stipendium Hungaricum 2021-2022’’ - კონკურსი გამოაცხადა. ცენტრი აღნიშნულ პროგრამას 2017 წლიდან ახორციელებს. დღემდე პროგრამით საქართველოს 250-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.
განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციამ საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში კონკურსანტთა უფლებების დაცვის, კონკურსის ობიექტურობისა და შედეგების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ყოველწლიურად იქმნება სასტიპენდიო პროგრამების კონკურსანტთა უფლებების დამცველი სამუშაო ჯგუფი.
კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებულის პროექტის ფარგლებში, შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებული პროექტის - „პირუტყვის სეზონური გადაადგილების სივრცითი კონფლიქტები და პოტენციალი“ ავტორებმა დიზაინ ინსტიტუტში შემაჯამებელი გამოფენა გამართეს.