დღეს, 3 თებერვალს, განათლების საერთაშორისო ცენტრში, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, 2020-2021 სასწავლო წლისათვის ექვსი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადდა.
20-23 იანვარს, 10:00 საათიდან - 15:00 საათამდე, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პროექტის - „Doctorate Lab მომავალი დოქტორანტებისათვის“- საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება.
6 დეკემბერს, მულტიფუნქციურ სივრცეში ,,ტერმინალი’’, „განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის“ ორგანიზებით კარიერული ფორუმი გაიმართა.
6 დეკემბერს, მულტიფუნქციურ სივრცეში ,,ტერმინალი’’, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის 2019 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
2019 წლის 5 აგვისტოს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციას შორის გრანტის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, ცენტრმა ასოციაციას გადასცა თანხა 150 000 ლარის ოდენობით მცირე საგრანტო პროგრამის განსახორციელებლად.