31 იანვარს განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ პრეზენტაცია შედგა.
განათლების საერთაშორისო ცენტრის, საფრანგეთის საელჩოსა და კამპუს ფრანსის წარმომადგენლებმა რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.
განათლების საერთაშორისო ცენტრი აცხადებს კონკურსს სასტიპენდიო პროგრამაზე - „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“.
17 იანვარს განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჭელიძემ და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCD) პრეზიდენტმა პროფესორმა ენდრიუ დიკსმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის პრეზიდენტმა ენდრიუ დიკსმა, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.