საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. ინიციატივა პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააცნო. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ცენტრმა ფუნქციონირება "საჯარო სამსახურის" შესახებ ახალი კანონის ამოქმედების პერიოდისთვის უნდა დაიწყოს. საჯარო მოხელეთა მომზადების სკოლის შექმნა განათლების საერთაშორისო ცენტრს და მთავრობის ადმინისტრაციას დაევალა.
განათლების საერთაშორისო ცენტრში 2015-2016 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სწავლის მსურველებთან გასაუბრება დაიწყო. კონკურსი ორ პროგრამაში მიმდინარეობს.
18 ივნისს, 13:00 საათზე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და რატგერსის, ნიუ ჯერსის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014-15 სასწავლო წელს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველი 87 წარმატებული ახალგაზრდა დააფინანსა. სულ მალე მათი ნაწილი - სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და შესაბამის სფეროში მოღვაწეობას გააგრძელებენ.
განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ 2015-2016 აკადემიური წლისთვის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამასა და საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამაზე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღება 15 მაისს დასრულდა.