სიახლეები
განათლების საერთაშორისო ცენტრი 2022 სასწავლო წლისთვის აცხადებს კონკურსს უნგრელი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში დაიწყო საბუთების მიღება 2022-2023 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე.
24 მარტს შედგა სამუშაო შეხვედრა განათლების საერთაშორისო ცენტრის საერთაშორისო პარტნიორებთან.
შეიცვალა იტალიაში სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღების ვადა: აპლიკანტებს განაცხადის გამოგზავნა, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, 2022 წლის 30 მარტის ჩათვლით (თბილისის დროით 18:00 სთ-მდე) შეუძლიათ.
9 თებერვალს, განათლების საერთაშორისო ცენტრმა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, სასტიპენდიო კონკურსები გამოაცხადა.
საინფორმაციო შეხვედრა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან
1 დეკემბერს შედგა საინფორმაციო ონლაინ-შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენელებთან. შეხვედრის თემა იყო უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამების („Stipendium Hungaricum 2021-2022“) კონკურსი, რომელიც საქართველოში განათლების საერთაშორისო ცენტრისა და უნგრეთის საელჩოს პარტნიორობით ხორციელდება.
ონლაინ-კონფერენცია უნგრეთში სასტიპენდიო კონკურსით დაინტერესებულთათვის
8 დეკემბერს, 11:00 საათზე, უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამების კონკურსის (,,Stipendium Hungaricum’’) თემაზე ონლაინ-კონფერენცია ჩატარდება.