სიახლეები
დასრულდა კონკურსი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ოთხ სასტიპენდიო პროგრამაზე, კერძოდ:
2 ივლისს გაიმართა სამუშაო და შემაჯამებელი შეხვედრა განათლების საერთაშორისო ცენტრის საერთაშორისო სადოქტორო, საერთაშორისო სამაგისტრო და საერთაშორისო სახელოვნებო პროგრამების კომისიის წევრებთან.
განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე გრანტის მფლობელთა განაცხადების მიღება დაიწყო. მომდევნო აკადემიური წლისათვის დაფინანსების მოთხოვნის შესახებ განაცხადები მიიღება 2020 წლის 1 ივნისიდან 2020 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით (თბილისის დროით 18:00 სთ-მდე).
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში დაიწყო საბუთების მიღება 2021-2022 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 16 მარტიდან განათლების საერთაშორისო ცენტრი გადადის დისტანციური შრომის რეჟიმზე.
საინფორმაციო შეხვედრა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან
1 დეკემბერს შედგა საინფორმაციო ონლაინ-შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენელებთან. შეხვედრის თემა იყო უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამების („Stipendium Hungaricum 2021-2022“) კონკურსი, რომელიც საქართველოში განათლების საერთაშორისო ცენტრისა და უნგრეთის საელჩოს პარტნიორობით ხორციელდება.
ონლაინ-კონფერენცია უნგრეთში სასტიპენდიო კონკურსით დაინტერესებულთათვის
8 დეკემბერს, 11:00 საათზე, უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამების კონკურსის (,,Stipendium Hungaricum’’) თემაზე ონლაინ-კონფერენცია ჩატარდება.