სიახლეები
მიმდინარე წლის 8 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, ცენტრის პარტნიორი უნივერსიტეტების ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის თემაზე ტრენინგები ჩატარდა.
17 ოქტომბერს „განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის“ დაფუძნების ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2018 წლის კურსდამთავრებულები და ცენტრის სხვადასხვა სასწავლო სასტიპენდიო პროგრამების ბენეფიციარები.
27 ივლისს, 12:00 საათზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის წლევანდელი სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებულებსა და ცენტრის კურსდამთავრებულებს შეხვდა.
განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2018 წლის 19-21 ივლისს გუდაურში, სასტუმრო „მარკო პოლოში“ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გამართა.
16 ივლისს იტალიის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საქართველოსა და იტალიას შორის რამდენიმე დოკუმენტს მოეწერა ხელი.
მომდევნო აკადემიური წლის დაფინანსებაზე განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე გრანტის მფლობელთა განაცხადების მიღება დაიწყო
განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე გრანტის მფლობელთა განაცხადების მიღება დაიწყო. მომდევნო აკადემიური წლისათვის დაფინანსების მოთხოვნის შესახებ განაცხადები მიიღება 2020 წლის 1 ივნისიდან 2020 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით (თბილისის დროით 18:00 სთ-მდე).
სასტიპენდიო კომისიის წევრთა შემაჯამებელი შეხვედრა
2 ივლისს გაიმართა სამუშაო და შემაჯამებელი შეხვედრა განათლების საერთაშორისო ცენტრის საერთაშორისო სადოქტორო, საერთაშორისო სამაგისტრო და საერთაშორისო სახელოვნებო პროგრამების კომისიის წევრებთან.