სიახლეები
4 და 5 ნოემბერს, განათლების საერთაშორისო ცენტრში, კურსდამთავრებულთა ასოციაციის მცირე საგრანტო კონკურსის მონაწილეებთან შედგა შეხვედრები.
შეხვედრა ფრანგული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან
28 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებს შეხვდა.
განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციამ მცირე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. 16 სექტემბერს, 13:00 საათზე, ცენტრის საკონფერენციო დარბაზში შედგა პროგრამის პრეზენტაცია და საინფორმაციო შეხვედრა სტიპენდიატებთან.
5 აგვისტოს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ამავე ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციას შორის გრანტის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, ცენტრი ასოციაციას გადასცემს საგრანტო თანხას მცირე საგრანტო პროგრამის განსახორციელებლად.
კონკურსანტთა საყურადღებოდ
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის იტალიასთან საპარტნიორო სასტიპენდიო პროგრამის აკადემიური პროგრამები იტალიაში 2023-2024 საბოლოო შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 5 ივლისისა.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საფრანგეთთან საპარტნიორო სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში France Excellence 2023-2024“ საბოლოო შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 10 ივლისისა.
სომხეთში სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის განაცხადების მიღება დაიწყება 20 ივლისს.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2023-2024 აკადემიური წლის სტიპენდიანტთა მიღება
2023 წლის 25 ივნისს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2023-2024 აკადემიური წლის სტიპენდიანტთა მიღება გაიმართა.