სიახლეები
14 დეკემბერს, 13:00 საათზე, ცენტრის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში ჩაირთვება მორიგი საკონსულტაციო ,,Facebook Live’’ სასტიპენდიო პროგრამებით დაინტერესებულთათვის.
განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის - ნუნუ მიცკევიჩის ინიციატივით, აქტიურად მიმდინარეობს რეგიონული საინფორმაციო კამპანია ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების შესახებ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა საზღვარგარეთ სასტიპენდიო პროგრამების შესახებ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
2022 წლის 15 ნოემბრიდან დაიწყო განაცხადების მიღება უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამის ,,Stipendium Hungaricum’’-ის ფარგლებში. პროგრამას განათლების საერთაშორისო ცენტრი უნგრეთის საელჩოს მხარდაჭერით 2017 წლიდან უწევს ადმინისტრირებას.
უნგრეთის ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო და განათლების საერთაშორისო ცენტრის აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების წარმომადგენლები: ნინო სულავა და მაია ასათიანი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ და ბსუ-ს რექტორთან, პროფესორ მერაბ ხალვაშთან ერთად, უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
საფრანგეთსა და იტალიაში სასტიპენდიო კონკურსებით დაინტერესებულთა საყურადღებოდ!
შეგახსენებთ, რომ 3 მარტს, 18:00 საათზე, სრულდება საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება შემდეგი პროგრამების ფარგლებში:
სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2020-2021 აკადემიური პროგრამები იტალიაში 2020-2021
სასტიპენდიო კონკურსებით დაინტერესებულთა საყურადღებოდ
ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, განათლების საერთაშორისო ცენტრში, მარტის თვეში, სასტიპენდიო კონკურსების შესახებ დაგეგმილი საჯარო/საინფორმაციო შეხვედრები აღარ ჩატარდება.
Facebook-Live სასტიპენდიო კონკურსებით დაინტერესებულთათვის
ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, განათლების საერთაშორისო ცენტრში, მარტის თვეში, სასტიპენდიო კონკურსების შესახებ დაგეგმილი საჯარო/საინფორმაციო შეხვედრები აღარ გაიმართება.
განათლების საერთაშორისო ცენტრის განცხადება
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 16 მარტიდან განათლების საერთაშორისო ცენტრი გადადის დისტანციური შრომის რეჟიმზე.