სიახლეები
განათლების საერთაშორისო ცენტრი და იტალიის საელჩო საქართველოში ერთობლივად აანონსებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს იტალიაში.
19 დეკემბერს, მულტიფუნქციურ სივრცეში ,,ტერმინალი’’ სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის 2018 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
განათლების საერთაშორისო ცენტრში უნგრული პროგრამის ფარგლებში ელექტრონული განაცხადების მიღება დაიწყო.
დღეს, 15 ნოემბერს, ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის (Tempus Public Foundation) ვებ-გვერდზე - http://studyinhungary.hu/study-in-hungary/menu/stipendium-hungaricum-scholarship-programme სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) 2019-2020 სასწავლო წლის კონკურსი გამოცხადდა.
მიმდინარე წლის 8 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, ცენტრის პარტნიორი უნივერსიტეტების ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის თემაზე ტრენინგები ჩატარდა.
საინფორმაციო შეხვედრა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან
1 დეკემბერს შედგა საინფორმაციო ონლაინ-შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენელებთან. შეხვედრის თემა იყო უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამების („Stipendium Hungaricum 2021-2022“) კონკურსი, რომელიც საქართველოში განათლების საერთაშორისო ცენტრისა და უნგრეთის საელჩოს პარტნიორობით ხორციელდება.
ონლაინ-კონფერენცია უნგრეთში სასტიპენდიო კონკურსით დაინტერესებულთათვის
8 დეკემბერს, 11:00 საათზე, უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამების კონკურსის (,,Stipendium Hungaricum’’) თემაზე ონლაინ-კონფერენცია ჩატარდება.