სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, 17 სტუდენტს, რომლებიც უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამის - „Stipendium Hungaricum”-ის ფარგლებში უნგრეთის უნივერსიტეტებში სწავლობენ და მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან, საქართველოს მხრიდან წამახალისებელი სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭათ. წლიური სახელმწიფო სასწავლო გრანტი 2500 ევროს შეადგენს.