20-21 ივლისს ბორჯომში განათლების საერთაშორისო ცენტრის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. განათლების საერთაშორისო ცენტრის ყოველწლიერი კონფერენცია მიზნად ისახავდა საერთაშორისო პროგრამების სხვადასხვა თაობის სტუდენტების შეხვედრასა და გაცნობას, მათი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობას.
განათლების საერთაშორისო ცენტრში 2015-2016 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სწავლის მსურველების შერჩევა დასრულდა. წელს სასურველ უმაღლეს სასწავლებელში სწავლას 115 ახალგაზრდა გააგრძელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. ინიციატივა პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააცნო. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ცენტრმა ფუნქციონირება "საჯარო სამსახურის" შესახებ ახალი კანონის ამოქმედების პერიოდისთვის უნდა დაიწყოს. საჯარო მოხელეთა მომზადების სკოლის შექმნა განათლების საერთაშორისო ცენტრს და მთავრობის ადმინისტრაციას დაევალა.
განათლების საერთაშორისო ცენტრში 2015-2016 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სწავლის მსურველებთან გასაუბრება დაიწყო. კონკურსი ორ პროგრამაში მიმდინარეობს.
18 ივნისს, 13:00 საათზე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და რატგერსის, ნიუ ჯერსის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.