გაცნობებთ, რომ 2017 წლის 27 მარტიდან სსიპ-განათლების საერთაშორისო ცენტრი მისამართს იცვლის. ცენტრის ახალი მისამართია - თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 7, მეორე სართული;
2017 წლის 6 მარტს „სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში 2017-2018“ -ის ფარგლებში ელექტრონული აპლიკაციების მიღება დასრულდა. განაცხადი 120-ზე მეტმა კონკურსანტმა შემოიტანა.
განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“- ის ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულდა.
განათლების საერთაშორისო ცენტრი აცხადებს კონკურსს სასტიპენდიო პროგრამაზე - ,,სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) 2017-2018“
31 იანვარს განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ პრეზენტაცია შედგა.